სიახლეები

კრედოს მხარდაჭერით საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია - VR Lab გაიხსნება

2016-06-14

კრედო სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალ პროექტს ახორციელებს. კრედოს ფინანსური მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია - VR Lab გაიხსნება.

ლაბორატორია დაეხმარება არამხოლოდ სტუდენტებს, ასევე დაინტერესებულ პირებს შექმნან სხვადასხვა სიმულაციები, ჩაატარონ კვლევები, დაამზადონ აპლიკაციები და სხვა. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ლაბორატორიას გამოიყენებს ბავშვის განვითარების ინსტიტუტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების რეაბილიტაციისთვის.

ლაბორატორიის აღჭურვილობის დახმარებით შესაძლებელი იქნება, შეგრძნებების დონეზე მოდელირებული რეალობის ნაწილი გავხდეთ: შეიქმნას უფრო ეფექტური განათლების მოდულები, გაუმჯობესდეს ტურიზმის მარკეტინგი, იმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო, საკუთარი ხელების მოძრაობით, ვირტუალურად შექმნათ შენობები, ცვალოთ თქვენი იდეები მანამ სანამ სასურველ შედეგამდე არ მიხვალთ.