სიახლეები

ADB კერძო სექტორის - CNBC პირველი ჯილდო გადაეცა ინოვაციურ და პოზიტიური გავლენის მქონე ფინანსურ ინსტიტუტს საქართველოში - კრედოს

2016-05-06

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და CNBC 2015 წლის საუკეთესო ფინანსური სექტორის ტრანზაქციის ჯილდო კრედოს გადასცა. ADB კერძო სექტორისა და CNBC-ის პირველი ჯილდო კერძო სექტორის განვითარებაში არსებულ გამოწვევებში ინოვაციური და პოზიტიური გავლენის მქონე სოლუციებისთვის გადაეცა კრედოს. დაჯილდოვება ფოკუსირდება განვითარებაზე მიმართულ ტრანზაქციებზე და ხაზს უსვამს ADB-ს კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის (Private Sector Operations Department (PSOD))კლიენტების მუშაობის მნიშვნელობას აზიისა და წყნარი ოკეანის განვითარებად ქვეყნებში.

გამარჯვებულები გამოავლინა დამოუკიდებელმა 5 ჟიურისგან შემდგარმა პანელმა. ჟიურის წევრები იყვნენ: ADB-ს დამოუკიდებელი შეფასების დეპარტამენტი და გენერალური საბჭოს ოფისი, ასევე კრედიტ სვისი (Credit Suisse) და კომერზბანკი(Commerzbank). ტრანზაქციები 4 კრიტერიუმით შეფასდა: ინოვაციურობა, გავლენა, მასშტაბურობა და ADB-ისგან და ფინანსური ინსტიტუტისგან ან კომპანიისგან შექმნილი დამატებითი ღირებულება.

PSOD აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მაიკ ბაროუ ამბობს, რომ ჯილდო კერძო სექტორის კრიტიკულ როლზე უსვამს ხაზს. მას შეუძლია განახორციელოს ეკონომუკური ტრანსფორმაცია, შექმნას სამუშაო ადგილები და ინოვაციები. კერძო სექტორი არის სოლუციების ძირითადი პროვაიდერი განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებისთვის. გამარჯვებული არის მაგალითი იმისა, რომ კერძო სექტორი შეიძლება იყოს საყრდენი ბოძი ზრდასა და განვითარებაში.

კრედომ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2015 წლის 21 დეკემბერს გააფორმეს 23 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება. ამ ოთხწლიანი სესხის მიზანია საქართველოს რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება

ADB მუშაობს აზიაში და წყნარი ოკეანის ქვეყნებში სიღარიბის შემცირებაზე ინკლუზიური ეკონომიკური, ეკოლოგიურად მდგრადი ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის გზით. 2014 წელს 22,93 მილიარდიანი დოლარის დაფინანსებით ADB ყურადღებას ამახვილებს იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებსაც ეკონომიკური და განვითარებითი გავლენა აქვს.