სიახლეები

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისა და კრედოს პარტნიორობა მიკრო და მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად საქართველოში

2016-04-11

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა (CEB) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს 2,5 მილიონი ევროს სესხი გადასცა. სესხის მიზანია, ხელი შეუწყოს მსესხებელთა შემოსავლის ზრდას და თვითდასაქმების განვითარებას საქართველოში. პრიორიტეტულია მიკრო და მცირე საწარმოების განვითარება, განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა სოფლის განვითარებას.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო მიმართავს რესურსებს მცირე მეწარმეებისკენ, რომელთაც უჭირთ დაფინანსების მოპოვება კომერციული ბანკებისგან. მცირე მეწარმეების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ვაჭრობა. ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი მიიჩნევს, რომ, კრედოს დახმარებით, მრავალი მეწარმის დაფინანსება მოხდება, რადგან მცირე ბიზნესებისთვის სესხის ზომა გაცილებით დაბალია 4,700 აშშ დოლარზე. ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად მოახდენს პოზიტიურ სოციო-ეკონომიკურ გავლენას მოწყვლად სამუშაო ძალაზე.

ევროპის განვითარების ბანკი წარმოადგენს მრავალმხირივი განვითარების ბანკს, რომელსაც აქვს სოციალური მანდატი. დღესდღეობით ის აერთიანებს 41 წევრ ქვეყანას, მათ შორის -საქართველოს. მის წევრ ქვეყნებში, მაღალი სოციალური გავლენის მქონე პროექტების დაფინანსებითა და ტექნიკური ექსპერტიზის გაზიარებით, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი ხელს უწყობს სოციალური საკითხების ინტეგრირებას მთელი ევროპის მასშტაბით.