სიახლეები

კრედოს 200,000-ზე მეტი კლიენტი ჰყავს

2016-04-04

კრედოს კლიენტების რაოდენობამ 200,000-ს  გადააჭარბა. 

 „კრედოს განვითარების მანძილზე არსებული უამრავი სირთულისა და ახალი გამოწვევების მიუხედავად, კრედოს ძლიერმა გუნდმა შეძლო და მიაღწია ამ შედეგს, რომელიც წლების წინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა“ - ზაზა ფირცხელავა, აღმასრულებელი დირექტორი.

გუნდურობა კრედოს სიძლიერეა. კრედოს ძირითადი ფასეულობები ყოველდღიურ საქმიანობაში აისახება. კრედოს გუნდი ყოველ ქმედებას საერთო მიზნის მიღწევისკენ მიმართავს და, სწორედ ამიტომ, იღებს საუკეთესო შედეგს.