სიახლეები

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კრედომ გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა

2015-09-28

ხელმისაწვდომი განათლების ხელშესაწყობად  კრედო სტუდენტებს  სასტიპენდიო პროგრამას სთავაზობს. აღნიშნულმა პროექტმა 5  სხვადასხვა უნივერსიტეტეტი მოიცვა: თავისუფალ უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნეს სკოლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები. კრედო უზრუნველყოფს მე-4, რიგ შემთხვევებში მე-3 კურსელების სასწავლო პროგრამის  სრულ დაფინანსებას.

კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა. შედეგად გამოვლინდა  კრედოს 8 სტიპენდიატი 5 სხვადასხვა უნივერსიტეტში. 

აღნიშნული უნივერსიტეტებიდან 100 -მდე  სამოტივაციო წერილი შემოვიდა. ყველა აპლიკანტს კრედოს სამადლობელი სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.