სიახლეები

კრედომ რიგით 55-ე ფილიალი გახსნა

2015-07-06

კრედომ ახალი ფილიალი თეთრწყაროში გახსნა. ამიერიდან, მომხმარებლებს კრედოს მომსახურებით სარგებლობა თეთრწყაროში  შემდეგ მისამართზე შეეძლება: კოსტავას ქ.N1.  აღნიშნული ფილიალი რიგით მეშვიდეა რეგიონში.

კრედო მომხმარებლებს სთავაზობს ბიზნესს და აგროს სესხებს, ასევე ტურიზმის განვითარების სესხებსა და განვადებას  საყოფაცხვორებო ტექნიკაზე. აგრო სესხის გაცემა ხდება მევენახეობის, მესაქონლეობის, კაკლოვანი კულტურების და სხვა ნებისმიერი ტიპის სასოფლო სამეურნეო ბიზნესის მფლობელებზე, ხოლო  ურბანული სესხის  გაცემა ქალაქში ვაჭრობის და მომსახურების სფეროში დაკავებული პირებზე. 
ახალ  ფილიალში 11 ადამიანი დასაქმდება,რომლებიც  ხარისხიან ფინანსურ მომსახურებას გაუწევენ მომხმარებლებს.ფილიალი იმუშავებს ყოველდღე, კვირის გარდა.
საქართველოს მასშტაბით კრედოს 55 ფილიალი ოპერირებს ბაზარზე.