სიახლეები

კრედო სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მორიგ აქტივობას ახორციელებს

2015-07-01

კრედო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგ აქტივობას ახორციელებს.

კომპანიის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ტრენინგცენტრის შექმნას ჩაეყარა საფუძველი. სპეციალისტების გადამზადების პირველი ეტაპი უცხოელი პროფესორების
მიერ მაისის პირველ კვირაში შედგა. 30 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით კი ჩატარდება ტრენინგების მეორე ციკლი ქცევის გამოყენებით ანალიზში.

”კრედოს” მხარდაჭერით, ტრენინგებს უძღვებიან კალიფორნიის ფრესნონს უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორები მერიენ ჯეკსონი და ჟან-პოლ მოშელა.
აღნიშნული ტრენინგები მიზნად ისახავს როგორც მომავალი ტრენერების მომზადებას აუტიზმის სპექტრის აშლილობასა და ქცევის გამოყენებითი ანალიზის აქტუალურ საკითხებში,ასევე ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე არსებული აუტიზმის ცენტრის დამწყები სპეციალისტების გადამზადებასა და მუშაობის პროცესის სუპერვიზიას.

2015 წლის განმავლობაში უცხოელი პროფესორების მონაწილეობით დაგეგმილია ტრენერების გადასამზადებელი ტრენინგების სამი ციკლის გამართვა.