სიახლეები

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კრედომ მორიგი აქტივობები განახორციელა

2014-12-22

კრედომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად მორიგი აქტივობები განახორციელა. პროექტის ფარგლებში საქართველოს 8 სხვადასხვა ქალაქში გაიმართა ღონისძიებები: თბილისში, სოფელ არალში,ქუთაისში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, თელავში,ზესტაფონსა და რუსთავში. 
 
 დღის ცენტრებში მოეწყო კულტურულ-შემოქმედებითი პროგრამა, რომელიც ბავშვებისა და დღის ცენტრის ხელმძღვანელების სურვილების გათვალისწინებით დაიგეგმა.
ასევე დღის ცენტრებს  საჩუქრად გადაეცა  სხვადასვა ტიპის ტექნიკა და მათი ინტერესების გათვალისწინებით სასურველი ნივთები რაც  სამომავლო ფუნქციონირებისათვის და ბავშვების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.
სამახსოვრო ფოტოები, ბევრი ტკბილეული,  ანიმაციური გმირები, სადღესასწაულო ტორტი, ეს ყველაფერი ყველა ღონისძიების თანმდევი ატრიბუტი იყო. 
აღნიშნულ პროექტში 8 დღის ცენტრმა და 182 -მა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა