სიახლეები

კრედოს ახალი მფლობელები ჰყავს

2014-12-22

წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმმა შეიძინა.  კონსორციუმი Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsibility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-გან შედგება. 
კრედოს დამფუძნებელი VisionFund International-ი გახლდათ, რომელმაც 2011 წელს შემუშავებული სტრატეგიის საფუძველზე რესურსების ფოკუსირება აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის ქვეყნებზე გადაიტანა.
კრედო VisionFund International-ის ქსელის წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. მისი გამოცდილი და მოტივირებული მენეჯმენტის დამსახურებაა ის, რომ  კომპანიის ზრდას თან ახლავს ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლის უზრუნველყოფა მიზნობრივი ინოვაციებით და უმაღლესი დონის მომსახურებით. 
„კრედოს პერსონალს, მენეჯმენტს და მის ახალ მფლობელებს ვუსურვებთ  წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ ისინი გააგრძელებენ კომპანიის ზრდას და განვითარებას კრედოს სოციალური მიზნების მისაღწევად. გვჯერა, კრედო ისევ შეძლებს მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების და ფართო დიაპაზონის მომსახურების შეთავაზებას“, – განაცხადა  VisionFund International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ ბრაუნმა.
„კრედომ და AccessGroup-მა  ძალზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კორპორატიული კულტურის, მომხმარებლის ორიენტირებისა და მათ მიერ ბიზნესის წარმოებისადმი მიდგომის განვითარებაში. აღფრთოვანებული ვართ კრედოს პერსონალითა და მენეჯმენტით, რომლებთან ერთადაც ჩვენ კომპანიას განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანთ, შეთავაზებული პროდუქტის, მომსახურების და სადისტრიბუციო არხების გაფართოვების კუთხით. მოხარულნი ვართ იმით, რომ ამ მნიშვნელოვან გარიგებაში მონაწილეობს ჩვენი დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორები, – responsAbility და Triodos, რომლებსაც მსგავსი ფასეულობებისადმი ერთგულება და ინდუსტრიის უდიდესი გამოცდილება აქვთ“ – ამბობს AccessGroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ტომას ენგელჰარდტი.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ წლების განმავლობაში ვახორციელებთ მიკროსაფინანსო ინდუსტრიის მხარდაჭერას საქართველოში. კრედოს  განსაკუთრებული პერსონალი და მენეჯმენტი  ორგანიზაციის წარმატების ბირთვს წარმოადგენენ. ვიმედოვნებთ, რომ AccessGroup და Triodos-თან ერთად ჩამოვაყალიბებთ კრედოს საიმედო მომავალს“ – აცხადებს responsAbility Investments-ის ფინანსური ინსტიტუციებში კაპიტალის ინვესტირების ხელმძღვანელი მაიქლ ფაიბიგი.  
„ჩვენ წლების განმავლობაში ვპარტნიორობთ კრედოსა და VisionFund-თან და ძალზე მაღალ დონეზე ვაფასებთ მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ჩატარებულ სამუშაოს. კრედო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული კომპანია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ანხორციელებს მომსახურებას მიკროსაფინანსო სფეროში. ვამაყობთ იმით, რომ საშუალება მოგვეცა კონსორციუმის მეშვეობით განვავითაროთ საქმიანი ურთიერთობები, ისეთ საიმედო პარტნიორებთან ერთად, როგორებიც არიან AccessHolding და responsAbility. კრედოს მენეჯმენტთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გავაგრძელებთ კომპანიის განვითარებას და გადავაქცევთ მას საიმედო და ხელმისაწვდომი მომსახურების მიმწოდებლად, საქართველოს ეკონომიკური  და სოციალური განვითარების უზრუნველსაყოფად“, – დასძინა Triodos Investment Management-ის განვითარებადი ბაზრების მენეჯერის მოადგილემ ფრანკ სტრეპელმა.
AccessHolding-ის შესახებ
AccessHolding დაარსდა 2006 წელს სოლიდური რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფის მიერ, სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან. AccessHolding-ის ქსელში შედის ცხრა ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მათ შორის აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში.  AccessBanks-ის საქმიანობა ფოკუსირებულია ისეთ მიზნობრივ ჯგუფზე, როგორიცაა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობა. AccessBank -ის ქსელში დასაქმებულია 7000-ზე მეტი ადამიანი. მის მართვაშია 1.4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი სასესხო პორტფელი და მომხმარებლების  0.6 მილიარდ აშშ დოლარამდე დეპოზიტები. 
responsAbility-ის შესახებ
responsAbility Investments AG წარმოადგენს აქტივების მართვის დარგში მსოფლიოს წამყვანი დამოუკიდებელი მენეჯმენტის ჯგუფს, რომელთა სპეციალიზაციის სფეროა განვითარებადი ეკონომიკის სექტორების ხელშეწყობა. მათი საქმიანობა მოიცავს ისეთ დარგებს, როგორებიცაა ფინანსები, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და განათლება. responsAbility უზრუნველყოფს ბირჟაზე დაურეგისტრირებელი ისეთი კომპანიების ფინანსირებას, რომელთა ბიზნესმოდელი მოსახლეობის დაბალშემოსავლიან კატეგორიაზეა ორიენტირებული, რითაც  სტიმულირდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და სოციალური განვითარება. 
2003 წელს დაარსებული responsAbility, ამჟამად მართავს 2.2 მილიარდ აშშ დოლარის აქტივებს, რომლებიც 90 ქვეყნის 500 კომპანიაშია ინვესტირებული.  responsAbility-ის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ციურიხში, ხოლო მისი რეგიონალური წარმომადგენლობები - პარიზში, ლიმაში, მუმბაისა და ნაირობიში. მისი აქციონერები არიან შვეიცარიის ფინანსურ ბაზარზე მოქმედი, საიმედო რეპუტაციის მქონე მრავალი ორგანიზაცია და ასევე, საკუთარი თანამშრომლები.  responsAbility რეგისტრირებულია შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის ორგანოში (FINMA).  
Triodos Investment Management-ის შესახებ
Triodos Investment Management არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკის, Triodos Bank-ის საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია. Triodos Investment Management არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული კომპანია, რომლის საქმიანობის სფეროებია ინვესტიციების და საინვესტიციო ფონდების მართვა ისეთ დარგებში, როგორიცაა განახლებადი ენერგეტიკა, მდგრადი უძრავი ქონება და განვითარებადი ბაზრების დონორული ფინანსირება. 2013 ბოლოსთვის კომპანიის კომბინირებული აქტივები 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს. 1994 წლიდან, დონორულ ფინანსირებაში ჩადებულმა აქტივებმა 550 მლნ ევროს გადააჭარბა, ეს მაჩვენებელი მას ინდუსტრიაში უმსხვილეს ინვესტორად ხდის. სპეციალიზირებული ფონდების მეშვეობით, Triodos Investment Management უზრუნველყოფს ფინანსირებას 44 ქვეყნის 112-მდე დამწყებ და ფუნქციონირებად საფინანსო ორგანიზაციებისთვის. კომპანია არის 22 საფინანსო ორგანიზაციის აქციების მფლობელი. კომპანიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში შედის Triodos Bank-ის უმაღლესი მენეჯმენტი, რომელიც აქტიურადაა ჩართული ორგანიზაციების მართვის პროცესში.
კრედოს შესახებ
კრედოს მისიაა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისა და უმწეოთათვის დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველმყოფი ბიზნესების უპირატესობით. კრედო არის წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც მიკროსაფინანსო ბაზრის 50%-ს ფლობს,  ქვეყნის მასშტაბით, კრედოს 49  ფილიალი მუშაობს, ორგანიზაციის სასესხო პორტფელი 149 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში  კრედოს მომსახურებით 150 ათასზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.
VisionFund-ის შესახებ
VisionFund-ის საქმიანობა მიმართულია განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ბავშვების ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, ღარიბი ოჯახებისთვის მცირე სესხების და სხვა ფინანსური მომსახურების უზრუნველყოფის მეშვეობით. VisionFund მომხმარებლებს ეხმარება წარმატებული ბიზნესის აწყობაში, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს მიიღონ უკეთესი სამედიცინო მომსახურება და განათლება. VisionFund–ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ქსელი ფარავს  34  ქვეყანას აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, კარიბის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. VisionFund–ი World Vision-ის ძირითადი ფინანსური წყაროა, ის მიზნად ისახავს გრძელვადიანი ცვლილებების განხორციელებას მომავალი თაობების პოტენციური შესაძლებლობების რეალიზებისთვის.