სიახლეები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ ბაღდათში ფილიალი გახსნა

2014-08-22

წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო  იმერეთის რეგიონში ქსელს აფართოებს. ბაღდათში, წერეთლის ქ. 6 ნომერში კრედომ ახალი  ფილიალი გახსნა. აღნიშნული ფილიალი რიგით მეთერთმეტეა რეგიონში.

კრედო ბაღდათის  რაიონის  მაცხოვრებლებს სთავაზობს აგრო და ურბანული განვითარების სესხებს. აგრო სესხის გაცემა ხდება მევენახეობის, მესაქონლეობის, და სხვა ნებისმიერი ტიპის სასოფლო სამეურნეო ბიზნესის მფლობელებზე, ხოლო  ურბანული სესხის  გაცემა ხდება ქალაქში ვაჭრობის და მომსახურების სფეროში დაკავებული პირებზე. კომპანიის მიზანია სასოფლო სამეურნეო რეგიონების განვითარება მთელ საქართველოში, აღნიშნულ სფეროში დამატებითი სამუშაო ადგილებისა და კონკურენტული ბიზნეს გარემოს შექმნა.ამ სფეროში კრედოს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.