სიახლეები

კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის საფინანსო შეთანხმება გაფორმდა

2018-12-20

კრედო ბანკსა და EBRD-ს შორის, ხელი მოეწერა 15 მილიონი აშშ დოლარის შეთანხმებას. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სესხი მიზნად ისახავს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას.

EBRD-ისა და კრედო ბანკის პარტნიორობა 2007 წელს დაიწყო. კრედო ბანკი 2.4% საბაზრო წილით მე-9 პოზიციას იკავებს ბანკთა შორის და უმსხვილესია საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარზე.

EBRD-ის კავკასიის რეგიონის დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ, ტრანზაქციის შესახებ აღნიშნა: „კრედო ბანკთან შეთანხმება ხაზს უსვამს EBRD-ის მიზანს, ხელი შეუწყოს ქვეყნის მომავალ განვითარებასა და კერო სექტორის გაძლიერებას, განსაკუთრებით რეგიონებისა და სოფლების მასშტაბით. თანამშრომლობა კრედო ბანკთან, რომელიც გამორჩეულია რეგიონებში მაღალი შეღწევადობითა და მომსახურების ხარისხით, ჩვენი ძალისხმევის გამომხატველი კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია - დავეხმაროთ კერძო სექტორს სავალუტე რისკების შემცირებაში“. 

კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ზაალ ფირცხელავამ, განაცხადა: "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია EBRD-სთან პარტნიორობის წარმატებით გაგრძელება. ტრანზაქცია ადგილობრივ ვალუტაში ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციის მისიის შესრულებაში კრედო ბანკი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს, ვინაიდან, იგი ფინანსური პროდუქტებისადმი ხელმისაწვდომობას  განსაკუთრებით რეგიონების მასშტაბით ქმნის“.

EBRD-ის შესახებ

EBRD ყველაზე მსხვილ საინვესტიციო ბანკს წარმოადგენს საქართველოში, რომელსაც დაფინანსებული აქვს 3.2 მილიარდი ევროს ღირებულების 224-ზე მეტი პროექტი. ბანკი აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის განვითარებაზე და ინვესტიციებს ახორციელებს სხვადასხვა ინდუსტრიაში.

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს მიკროსაფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით, 68 სერვის ცენტრის საშუალებით, კრედო 280 ათასამდე მომხმარებელს ემსახურება. ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების მეშვეობით, ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას რეგიონების მასშტაბით. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც  Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-გან შედგება.