სიახლეები

ვადიანი ანაბარი უკვე ევროში

2018-11-30

კრედო ბანკი მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს! ყველა მსურველს ვადიანი ანაბრის გახსნა უკვე ევროშიც შეუძლია.

ვადიანი ანაბრები ბანკმა 2018 წლის ივლისში შესთავაზა  მომხმარებლებს ლარსა და აშშ დოლარში. ანაბარი გამოირჩევა მოქნილი პირობებით, მაღალი საპროცენტო განაკვეთით და ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში კი მომხმარებლებს გარკვეული შეღავათებით შეუძლიათ ისარგებლონ.