სიახლეები

ბარათებით სარგებლობის პირობების ცვლილება

2018-04-20

2018 წლის 20 მაისიდან იცვლება სს „კრედო ბანკის“ ნატვრისა და მოსავლის ბარათებით სარგებლობის პირობები:


• ნატვრის და მოსავლის ბარათების ლიმიტები ერთიანდება და გადადის მოსავლის ბარათზე. მომხმარებლებს ბარათის გამოყენება შეეძლებათ სს „კრედო ბანკის“ კონტრაქტორ ობიექტებში.


• იმ მომხმარებლებს, რომლებიც მხოლოდ ნატვრის ბარათით სარგებლობენ გაუნულდებათ ლიმიტი 2018 წლის 20 მაისს, თუმცა სს „კრედო ბანკის“ ნებისმიერ სერვისცენტრში შეძლებენ განვადების ბარათის მიღებას.


• ნატვრის ბარათები ხდება სადებეტო (ლოკალური) და მიებმება მომხმარებლის ერთ-ერთ მიმდინარე ანგარიშს. იმ მომხმარებლებს, რომლებსაც არ აქვთ მიმდინარე ანგარიში, შესაბამისი მიმდინარე ანგარიში გაეხსნებათ ავტომატურად. სადებეტო ბარათის გამოყენებას მომხმარებლები შეძლებენ, როგორც სს „კრედო ბანკის“ ასევე სს „თიბისი ბანკის“ პოს-ტერმინალებში. თანხის გატანა ასევე სს „თიბისი ბანკის“ ბანკომატებიდან იქნება შესაძლებელი.


იხილეთ ლოკალური სადებეტო ბარათის ტარიფები:

დასახელება: ლოკალური სადებეტო ბარათი

ბარათის ვალუტა

GEL

მომსახურების საკომისიო

ბარათის წლიური მომსახურების საკომისიო

უფასო

ბარათის აღდგენა (დაკარგვის, დაზიანების ან პინ კოდის დაკარგვის შემთხვევაში)

10 GEL

ბარათის მოქმედების ვადა

4 წელი

ოპერაციების დღიური ლიმიტები

სს „კრედო ბანკის“ სერვისცენტრებში

ულიმიტო

სს „კრედო ბანკის“ კონტრაქტორ ობიექტებში და სს „თი ბი სი ბანკის“ ბანკომატებსა და ობიექტებში.

4000 GEL

ოპერაციების თვის ლიმიტები

სს „კრედო ბანკის“ სერვისცენტრებში

ულიმიტო

კრედო ბანკის ობიექტებში და სს „თი ბი სი ბანკის“  ბანკომატებსა და ობიექტებში.

15 000 GEL

ბარათის სტოპ სიაში ჩასმა (დაბლოკვა)

ადგილობრივ სტოპ სიაში ჩასმა

უფასო

ანგარიშწორების საკომისიო სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში

სს „კრედო ბანკის“ ობიექტებში

0%

სს „თი ბი სი ბანკის“ ობიექტებში

0%

თანხის განაღდების საკომისიო

სს „კრედო ბანკის“ სერვისცენტრებში (ბარათით ოპერაციის შესრულების შემთხვევაში)

1 % მინიმუმ 0.5 GEL

სს „თი ბი სი ბანკის“ ბანკომატებში

1.5% მინიმუმ 0.5 GEL

ონლაინ დახმარება