სიახლეები

სს კრედო ბანკმა საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო

2017-03-24

2017 წლის 20 მარტს სს კრედო ბანკმა საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო. 

საწყის ეტაპზე ბანკი მომხმარებლებს სასესხო პროდუქტებზე გაზრდილ ლიმიტებს შესთავაზებს, ხოლო ეტაპობრივად იგეგმება მრავალფეროვანი  საბანკო-საფინანსო მომსახურების განვითარება, საცალო საბანკო პროდუქტების ჩათვლით. გაფართოვდება ფილიალების ქსელიც.

სს კრედო ბანკი მადლობას უხდის როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკს, ასევე სახელმწიფო სააგენტოებს, ბანკად ტრანსფორმაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. 

სს კრედო ბანკის მფლობელები არიან: AccessHolding – გერმანული გლობალური მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ქსელი და სოციალური გავლენის ინვესტორები responsAbility Investment AG და Triodos Investment BV. სს კრედო ბანკი მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფს როგორც მიკრო და მცირე ბიზნესებს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაფინანსების უპირატესობით, ასევე ფიზიკურ პირებს. მისი პორტფელი 457,6 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო აქტივები - 577,7 მილიონ ლარს. ამ ეტაპზე ბანკში 1,860 ადამიანია დასაქმებული და იგი 62 ფილიალის მეშვეობით ემსახურება 223 ათასზე მეტ აქტიურ მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით.