სიახლეები

კრედო Smart Campaign-ის სერტიფიკატის მფლობელი გახდა

2017-01-30

კრედოს მიერ Smart Campaign-ის მომხმარებელთა დაცვის სერტიფიკატის მოპოვება შვიდ მნიშვნელოვან პრინციპთან შესაბამისობაში ყოფნის დასტურია:
1. პროდუქტის შესაბამისი დიზაინი და მიწოდება
2. მომხმარებლების დაცვა ზედმეტი ვალდებულებისგან
3. გამჭვირვალობა
4. გონივრული ფასწარმოქმნა
5. მომხმარებლებისადმი პატიოსნებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულება
6. მომხმარებლების მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა
7. მომხმარებელთა საჩივრების გასათვალისწინებლად აუცილებელი მექანიზმის არსებობა

კრედოს შეფასების კომპლექსური პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა დამოუკიდებელი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Microfinanza Rating-ის მიერ.

„სასიხარულოა, რომ კრედო საერთაშორისო სმარტ კამპანიის (Smart Campaign) სერტიფიკატის მფლობელი გახდა. კრედო მუდამ იყო და დარჩება სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპების ერთგული. მომხმარებლების გონივრული ფინანსირებით უზრუნველყოფა კომპანიის სოციალური მისიის უმნივნელოვანესი ნაწილია“. - განაცხადა კრედოს გენერალურმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ.  

Smart Campaign, საფინანსო სექტორის მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კამპანიაა, რომელიც 2008 წლიდან იღებს სათავეს და მასში 4600-ზე მეტი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ასოციაცია, ინვესტორი, დონორი თუ კერძო პირია გაერთიანებული მსოფლიოს მასშტაბით.

ონლაინ დახმარება