სიახლეები

ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიასა (FMO) და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს შორის 10 მილიონი ა.შ.შ დოლარის მოცულობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

2016-10-31

ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიასა (FMO) და ს.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს შორის 10 მილიონი ა.შ.შ დოლარის მოცულობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ოთხწლიანი სესხის მიზანია მხარი დაუჭიროს მიკრო, მცირე, საშუალო მეწარმეების დაფინანსებას საქართველოს რეგიონებში.

„ჩვენი მიზანი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებაა. FMO-სთან გაფორმებული ხელშეკრულება ჩვენი მიზნების განხორციელებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“- განაცხადა კრედოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.

 „მოცემული ტრანზაქციით FMO-ს ეძლევა შესაძლებლობა მხარი დაუჭიროს კრედოს შემდგომ განვითარებას. კრედოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მდგრადი და გონივრული ფინანსების ხელმისაწვდომობის კუთხით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ - განაცხადა ჟან-ვილიემ ჰოეკმა, საინვესტიციო ოფიცერი, ფინანსური ინსტიტუტები - ევროპა და ცენტრალური აზია FMO.

აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა საფინანსო სფეროს მომავლის შესახებ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა FMO-ს მიერ ნორდვეიკში, ნიდერლანდები. კონფერენციას დაესწრო დაახლოებით 350 წამყვანი ბანკირი აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის 60 სხვადასხვა ქვეყნიდან.

კრედო ლიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველმყოფი ბიზნესების უპირატესობით. კომპანიის მფლობელები არიან: AccessHolding - გერმანული გლობალური მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ქსელი და სოციალური გავლენის ინვესტორები responsAbility Investment AG და Triodos Investment BV. კრედო მიკროსაფინანსო ბაზრის ლიდერია, ემსახურება 205,000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს და მთელი საქართველოს მასშტაბით კრედო 62 ფილიალითაა წარმოდგენილი.

FMO ინვესტირებას ახორციელებს განვითარებადი ქვეყნების კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში. 9.2 მილიარდი ევროს საინვესტიციო პორთფელით, FMO კერძო სექტორის განმავითარებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა მსოფლიოში. ნიდერლანდების მთავრობასთან პარტნიობის გამო, FMO-ს აქვს შესაძლებლობა აიღოს რისკები, რომლებსაც სხვა კომერციული ფინანსური კომპანიები ვერ იღებენ ან ამ ეტაპზე არ არიან მზად. FMO-ს მისია მეწარმეების გაძლიერებაა, რომლებიც მათი ქვეყნებისთვის მდგრადი განვითარებისკენ მიმართულ მამოძრავებელ ძალად გარდაიქმნებიან. 

ონლაინ დახმარება