სიახლეები

საფრანგეთის განვითარების ფონდის შვილობილმა ორგანიზაცია Proparco–მ და კრედომ 10 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

2015-12-18

საფრანგეთის განვითარების ფონდის შვილობილმა ორგანიზაცია Proparco–მ და კრედომ 10 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული ოთხწლიანი კრედიტი ხელს შეუწყობს  მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსებას.

საფრანგეთის განვითარების ფონდის შვილობილი ორგანიზაცია Proparco ოპერირებს აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის და ახლო აღმოსავლეთის 73 ქვეყანაში და უზრუნველყოფს ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული კერძო სექტორის პროექტების დაფინანსებასა და  მხარდაჭერას.

საფრანგეთის განვითარების ფონდის შვილობილი ორგანიზაცია Proparco ფოკუსირებას აკეთებს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა განახლებად ენერგიაზე დაფუძნებული ინფრასტუქტურა, სოფლის მეურნეობა, ფინანსური სექტორი, ჯანდაცვა და განათლება.  

ონლაინ დახმარება