სიახლეები

EFSE და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო ერთობლივი ძალებით საქართველოს რეგიონებში ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის ერთიანდებიან.

2015-12-23

EFSE   და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო ერთობლივი ძალებით საქართველოს რეგიონებში ეკონომიკის განვითარების  ხელშეწყობისთვის ერთიანდებიან.

 10 მილიონი აშშ დოლარი დააფინანსებს 16,000–ზე მეტ სესხს მიკრო მეწარმეებისთვის და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის.  

ლუქსემბურგი, თბილისი, 22 დეკემბერი 2015- EFSE-ს ფონდი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო გაერთიანდნენ მიკრო მეწარმეებზე და დაბალშემოსავლიან ოჯახებზე სესხების გაცემის მიზნით. ამ მიზნით ფონდი გადასცემს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს 10 მილიონი აშშ დოლარს 16,000 მიკრო სესხის დასაფინანსებლად. კრედო წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა საქართველოში რომელიც ფლობს 50%–იან საბაზრო წილს კლიენტების რაოდენობის თვალსაზრისით. კომპანია ოპერირებს 59 ფილიალით, როგორც თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კრედო მკვეთრად ორიენტირებულია სოფლის მეურნეობაში კრედიტის გაცემაზე,  და მჭიდროდ თანამშრომლობს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებთან.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო ბუნებრვი არჩევანია ჩვენი პარტნიორი საკრედიტო ინსტიტუტების ქსელის გაძლიერების მიზნით იმის გამო რომ იგი ორიენტირებულია EFSE-ს სამიზნე ჯგუფებზე, მიკრო მეწარმეებზე და დაბალშემოსავლიან ოჯახებზე“ - განაცხადა EFSE–ს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ მონიკა ბეკმა. 

„ჩვენ მოხარული ვართ  EFSE-სთან თანამშრომლობის დაწყებით.სესხი გამოყენებული იქნება მიკრო და მცირე მეწარმეების დასაფინანსებლად, და შესაბამისად   ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში შემოსავლების  და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას“– განაცხადა კრედოს  აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.  

EFSE -ს ფონდის შესახებ

EFSE ფონდი დაარსდა KfW განვითარების ბანკის (KfW) მიერ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ)  და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას და კეთილდღეობას შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, კოსოვო, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, სერბეთი, უკრაინა და თურქეთი.  რადგან მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ძირითადი ფაქტორია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა,  EFSE ორიენტირებულია დაეხმაროს ადგილობრივ ფინანსურ სექტორს, რათა უზრუნველყოს მათი სათანადო და მდგრადი დაფინანსების შესაძლებლობა.   EFSE –ს ფონდი უზრუნველყოფს ძირითადად როგორც მიკრო და მცირე საწარმოების გრძელვადიან დაფინანსებას, ასევე კერძო ოჯახების დაფინანსებას ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გაცემული სესხების სახით, რაც მიმართულია ამგვარი სესხების მომხმარებლებზე ადგილობრივი პარტნიორი საკრედიტო ორგანიზაციების საშუალებით. EFSE-ს საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერა არის EFSE–ს  განვითარების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორ საკრედიტო ორგანიზაციებს ტექნიკური მხარდაჭერით, საკონსულტაციო და სატრეინინგო მომსახურებით ოპერაციების შესაძლებლობისა და პროფესიული მენეჯმენტის გაზრდის მიზნით.

EFSE 2005 წლის 15 დეკემბერს KfW განვითარების ბანკის (KfW) მიერ ინიცირებული   ფონდია ოთხი მულტი-დონორი პროგრამის ფარგლებში, ის არის პირველი საჯარო-კერძო ორგანიზაცია პარტნიორობის სახით და პირველი კერძო ფონდი ფინანსების განვითარების სფეროში, MSE–ს კერძო დაფინანსებისა მოქმედი ბერკეტი სამიზნე რეგიონში. კაპიტალის მიწოდება ხდება დონორი სააგენტოების მიერ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო ინსტიტუციონალური ინვესტორების მიერ, მათ შორის გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ, ევროკომისიის,  ალბანეთის მთავრობის, მცირე და საშუალო ბიზნეს კრედიტების ხელშეწყობის ორგანიზაციის CJSC (SMBCS), სომხეთის ცენტრალური ბანკის ფილიალის, ავსტრალიის განვითარების ბანკის (Oesterreichische Entwicklungsbank ‐ OeEB), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (Danida), KfW  როგორც წამყვანი ინვესტორის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), ნიდერლანდების ფინანსური კომპანიის (FMO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), Sal. Oppenheim და Deutsche Bank მიერ.

 Oppenheim Asset Management Services S.à r.l., ლუქსემბურგი , და  Finance in Motion GmbH, გერმანია, არიან EFSE- ს ფონდის მენეჯერები და ფონდის მრჩეველები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.efse.lu/

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს შესახებ

კრედო არის წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში კლიენტების რაოდენობის  თვალსაზრისით. მას გააჩნია 59 ფილიალი და ემსახურება 190 ათასზე მეტ მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. იგი სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ პროდუქტებს, ხარისხიან მომსახურებას სოფლის მეურნეობის დაფინანსებაში. კრედოს მფლობელები არიან ინვესტორები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია პოზიტიური გავლენა სოციუმზე - Access Microfinance Holding AG (გერმანია), ფონდის მმართველები responsAbility Investments AG (შვეიცარია) და Triodos Investment Management BV (Triodos) (ნიდერლანდები).

 

 

ონლაინ დახმარება