სიახლეები

კრედომ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) $23 მილიონიანი სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

2015-12-21

კრედომ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2015 წლის 21 დეკემბერს 23 მილიონიანი დოლარის მოცულობის სესხის ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული ოთხწლიანი სესხის მიზნობრიობა საქართველოს რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება წარმოადგენს. 

„ჩვენ ვამაყობთ, რომ კრედოსთან დავამყარეთ პარტნიორული ურთიერთობები , მხარს ვუჭერთ ქართველ ფერმერებს, და მზად ვართ ხელი შევუწყოთ  საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებას, მოხარულები ვართ   რომ გავაფართოვეთ თანამშრომლობა აზიაში Access Microfinance Holding-ის ქსელთან,“ განაცხადა ADB-ის  მთავარმა საინვესტიციო სპეციალისტმა რაინერ ჰარტელმა.

„ისეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობა, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი (ADB), მნიშვნელოვანია ჩვენი მიზნის მისაღწევად, გავაძლიეროთ სოფლის მეურნეობის სექტორი  საქართველოში.ჩვენ მზად ვართ გამოვყოთ დამატებითი ფინანსური რესურსი  მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, განვითარებისთვის საქართველოს რეგიონებში“ განაცხადა კრედოს  აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.

აზიის განვითარების ბანკის შესახებ  

ADB მუშაობს აზიაში და წყნარი ოკეანის ქვეყნებში სიღარიბის შემცირებაზე ინკლუზიური ეკონომიკური, ეკოლოგიურად მდგრადი ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის გზით. 2014 წელს $22,93 მილიარდიანი  დაფინანსებით ADB ყურადღებას ამახვილებს იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებსაც ეკონომიკური და განვითარებითი გავლენა აქვს.  ADB რომელიც 1966 წელს დაფუძნდა, 67 წევრის საკუთრებაშია, რომელთაგან 48 აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებიდანაა. მათ შორისაა საქართველოც, რომელიც 2007 წლიდან  ADB -ის წევრი-ქვეყანაა 

კრედოს შესახებ

კრედო არის წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში კლიენტების რაოდენობის  თვალსაზრისით. მას გააჩნია 59 ფილიალი და ემსახურება 190 ათასზე მეტ მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. იგი სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ პროდუქტებს, ხარისხიან მომსახურებას სოფლის მეურნეობის დაფინანსებაში. კრედოს მფლობელები არიან ინვესტორები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია პოზიტიური გავლენა სოციუმზე - Access Microfinance Holding AG (გერმანია), ფონდის მმართველები responsAbility Investments AG (შვეიცარია) და Triodos Investment Management BV (Triodos) (ნიდერლანდები).

  

ონლაინ დახმარება