კრედოს ისტორია

საბჭოთა კავშირის ნგრევას და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, 1991 წელს სამოქალაქო ომი მოჰყვა. კონფლიქტმა ეკონომიკის ტოტალური კოლაფსი და ესკალაციის რეგიონებში 300,000-ზე მეტი ლტოლვილის გადაადგილება გამოიწვია.

1997 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ვოლდ ვიჟენმა მცირე ბიზნესის განვითარებისა და დახმარების პროექტი წამოიწყო, რომლის მისია გახლდათ მეწარმეობრივად უმწეოთა და მცირე ბიზნესებისთვის მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და ღარიბთათვის დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველმყოფი ბიზნესების უპირატესობით.

2002 წელი ორგანიზაციისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან კანადის განვითარებისა და დახმარების სააგენტოს მეშვეობით პროგრამის რეგიონების მასშტაბით გაფართოება გახდა შესაძლებელი, შესაბამისად გაიხსნა ფილიალები: ქუთაისში, ბათუმში, ბორჯომსა და ახალციხეში.

2005 წელს ორგანიზაცია დარეგისტრირდა, როგორც ადგილობრივი, დამოუკიდებელი, სამართლებრივი ერთეული, ვიჟენფანდ კრედო ფონდის სახით. კანონში ცვლილებამ შესაძლებელი გახადა ორგანიზაციისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კვალიფიკაციის მინიჭება. კრედოს ერთპიროვნული დამფუძნებელი გახლავთ ვიჟენფანდ ინთერნეიშენალი, რომელიც თავისთავად წარმოადგენს კალიფორნიაში დაფუძნებულ მიკროსაფინანსო კორპორაციას, რომლის დაახლოებით 300 მილიონი ა.შ.შ დოლარიანი პორტფელი 47 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაშია ინვესტირებული. საწყისი დაიდო ფონდმა კრედომ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, როგორც უორლდ ვიჟენ ინთერნეიშენალის მიკროსაფინანსო პროგრამის სამართლებრივმა გაგრძელებამ.

კანონში მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა შესახებ ცვლილებასთან დაკავშირებით, არასამეწარმეო, არაკომერციული ორგანიზაცია ვიჟენფანდ კრედომ  2007 წლის დეკემბერში დააფუძნა ახალი ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაა შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო. იგი ლიცენზირებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, შესაბამისად ვიჟენფანდ კრედომ  შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს გადასცა ყველა ვალდებულება, მათ შორის გაცემული სესხების მოთხოვნის უფლება.

2008 წელი კრედოსათვის წარმატებული გამოდგა. ეკონომიკური სტაგნაციის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის მოტივაცია, ზრდის სურვილი და ცვალებად დროზე მორგება, დადებითად აისახა ორგანიზაციის ზრდის მაჩვენებელზე. 100 პროცენტით გაიზარდა, როგორც კლიენტების რაოდენობა, ასევე - საკრედიტო პორტფელი.

2009 წელი აღსანიშნავია, როგორც ინოვაციური პროექტებისა და ორგანიზაციის სტაბილურობის შენარჩუნების წელი. ინოვაციურ პროექტებში შედის: კრედოს სტრატეგიული გეგმის შემუშავება, გადახდების ახალი სისტემა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სოციალური აუდიტი და სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა. კახეთის რეგიონში გაიხსნა ახალი ფილიალები. მიუხედავად ეკონომიკური რეცესიის გაუარესებისა, კრედომ მოახერხა 2009 წლის 31 დეკემბრისთვის 19,990,519 ა.შ.შ. დოლარი პორტფელის რისკის 0,92 პროცენტზე შენარჩუნება და მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი ზრდა, რომელთა რიცხვმაც 22,892 მიაღწია. სოციალური მიზნების შესრულებისთვის კრედომ ვერცხლის კატეგორიის ჯილდო მიქს მარკეტისგან მიიღო.

2010 წელს კრედომ საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის ლიდერის პოზიცია მოიპოვა 43,172 მსესხებლის მომსახურებითა და 0.02 პროცენდტი რისკით 33,960,677 ა.შ.შ. დოლარის პორტფელზე. კრედო გაფართოვდა გეოგრაფიულად და გახსნა ორი ახალი ფილიალი აგრარული პოზიციონირებით. სოციალური მისიის შესრულებაში მნიშვნელოვან მიღწევას კვლევის საფუძველზე სიღარიბის შეფასების ინსტრუმენტის-სიღარიბის ბარათების შექმნა წარმოადგენს. სიღარიბის ბარათების მეშვეობით  უკეთ მოხდება ფოკუსირება სამიზნე სეგმენტზე, კრედოს გავლენის შეფასება მსესხებლებზე და მოქნილი, მოხერხებული და გონივრული პროდუქტების შეთავაზება.

2011 წელს კრედომ შეინარჩუნა ლიდერი და ინოვატორი ორგანიზაციის სტატუსი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე. წლის ბოლოს აქტიურ მსესხებელთა რაოდენობა 64,526 ადამიანს შეადგენდა, საკრედიტო პორტფელი - 54,666 463 ა.შ.შ. დოლარს, ხოლო რისკი - 0.01 პროცენტს. ორგანიზაციის აგრარული პოზიციონირება ექვსი ახალი და ორი არსებული ფილიალის გახსნა-გაფართოებით გამყარდა. კრედომ მსესხებლებს შესთავაზა განვადება პლასტიკური ბარათით, დაამონტაჟა გადახდის აპარატები ყველა ფილიალში და საკუთარი ტერმინალები საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში. ორგანიზაციის სოციალური მისიის განხორციელებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს წარმოადგენს რიგი სოციალური ღონისძიებების დაფინანსება და გონივრული ფინანსირების საგანმანათლებლო კამპანია.

2012 წელი ისეთი პროექტების შეთავაზებებით გამოირჩეოდა, როგორიცაა კომპანია კივასა და კრედოს სესხები დამწყები ბიზნესებისთვის, განვადება პლასტიკური ბარათით სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისთვის - მოსავლის ბარათი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სესხზე განაცხადის შევსება მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით. წლის ბოლოს აქტიურ მსესხებელთა რაოდენობა 95,464 ადამიანს შეადგენდა, საკრედიტო პორტფელი 96,456,398 ა.შ.შ დოლარს. კრედომ სასოფლო სამეურნეო პოზიციონირების მქონე რვა ახალი და ორი არსებული ფილიალი გახსნა-გააფართოვა. კრედომ მიკროფინანს ცენტრისა და სმარტ კამპანიისგან საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო მსესხებელთა ზედმეტი ვალდებულებებისგან დაცვის სფეროში მიიღო, დანერგა მსესხებელთა სოციალური მდგომარეობის შეფასების ბარათი და მრავალი მასშტაბური საზოგადოებრივ - სოციალური პროექტი განახორციელა.

2013 წელი გეოგრაფიული არეალის გაფართოვებით გამოირჩეოდა. კრედომ გახსნა ათი ახალი ფილიალი. 2013 წელი დაიხურა 139,428 აქტიური მომხმარებლით და 132,587,732 ა.შ.შ დოლარის ოდენობის პორტფელით. შეიქმნა ახალი პროდუქტი NEO სესხები, რომელიც ხელმისაწვდომია მიკრო და მცირე ბიზნესში  დასაქმებულთათვის. კრედოს თანაშმრომელთა რაოდენობა გაიზარდა  315 საშტატო უვადო თანაშმრომლით.  დაარსდა კრედოს პირველი ზაფხულის აკადემია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  გარემოს დაცვისა  და სოციალურ პროექტებს. სოციალური პროქტების ფარგლებში კრედომ 1,748 ადამიანს გაუწია სხვადასხვა ტიპის დახმარება.

2014  წელი - კრედოს ახალი მფლობელები ჰყავს. კრედო სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმმა შეიძინა.  კონსორციუმი Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-გან შედგება.

2015 წელი - 177 მილიონი დოლარის პორტფელითა და 197 ათასი აქტიური მომხმარებლებით დახურა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 ახალი ფილიალი გახსნა და ფილიალების საერთო რაოდენობამ 59 შეადგინა. გაიხსნა 33 ახალი სალარო კრედოს სხვადასხვა ფილიალებში. მომხმარებლებს საშუალება მიეცათ ისარგებლონ გზავნილებითა და სავალუტო ოპერაციებით. საბოლოო ჯამში, 2015 წლის ბოლო მონაცემებით კრედოს ბაზრის წილი აქტიური კლიენტების რაოდენობის თვალსაზრისით 51 პროცენტი შეადგინა, ხოლო ბაზრის წილი პორტფელის მოცულობის მიხედვით 2 პროცენტით გაიზარდა.