დაზღვევა

იფიქრეთ მომავალზე და თქვენი ოჯახის ფინანსურ სტაბილურობაზე

რა არის სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა?

სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა საშუალებას აძლევს მსესხებელს უზრუნველყოს ოჯახის ფინანსური მომავალი სადაზღვევო შემთხვევის* დადგომისას.

რას გულისხმობს სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა?

თუ პირმა სესხი აიღო კრედო ბანკში, მაშინ მას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევით და სადაზღვევო შემთხვევის* დადგომისას სესხს ოჯახის ნაცვლად სადაზღვევო კომპანია ალდაგი დაფარავს. ანუ სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევის შემთხვევაში კრედო ბანკის მსესხებლის ოჯახს ეხსენება ყველანაირი ფინანსური ვალდებულება კომპანიის მიმართ, რადგან როგორც მოგეხსენებათ მსესხებლის მიერ აღებული სესხზე მსესხებლის სადაზღვევო შემთხვევის* დადგომის შემდეგ პასუხისმგებლობას იღებს მისი ოჯახი.

სადაზღვევო შემთხვევის დროს იფარება მომხმარებლის დავალიანება სრულად სადაზღვევო კომპანიის მიერ.

ვის შეუძლია სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევით სარგებლობა?

დაზღვევას ექვემდებარება ფიზიკური პირი, რომლის ასაკიც დაზღვევის დაწყების მომენტში არანაკლებ 18 წელია და სადაზღვევო პერიოდის დასრულების მომენტში (სესხზე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ბოლო დღეს) არ აღემატება 72 წელს.

სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევის ტარიფები

სესხის ძირითადი თანხა აშშ დოლარში

წლიური პრემიის წილი სესხის ძირითად თანხაში

<=1000 დოლარი

3.20%

1001 – 3000 დოლარი

2.90%

3001 – 5000 დოლარი

1.70%

5001 – 10000 დოლარი

1.50%

>=10001 დოლარი

1.00%

სესხის ძირითადი თანხა ლარში

წლიური პრემიის წილი სესხის ძირითად თანხაში

<= 2500 ლარი

3.20%

2501 – 7500 ლარი

2.90%

7501 – 12500 ლარი

1.70%

12501 – 25000 ლარი

1.50%

>= 25001 ლარი

1.00%

 

გამონაკლისები 

გამონაკლისთა ნუსხა მოიცავს ჩამონათვალს მსესხებლის გარდაცვალების ვითარებების/მიზეზების, რომელიც სადაზღვევო კომპანიას ათავისუფლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

ამგვარ ვითარებებს/მიზეზებს მიეკუთვნება:

  • ომი, დაპყრობა, უცხოელი მტრების ქმედებები, საომარი მოქმედებები (მიუხედავად იმისა, გამოცხადებულია ომი თუ არა), სამოქალაქო ომი, აჯანყება, რევოლუცია, გაფიცვა, ნებისმიერი პირის ქმედებები, რომელიც მოქმედებს რაიმე ორგანიზაციის დავალებით ან დამოუკიდებლად და მიზნად ისახავს დე იურე ან დე ფაქტო ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით დამხობას ან მასზე ზეგავლენას ტერორისტული ან ძალისმიერი მეთოდებით.
  • მაიონიზირებელი გამოსხივება, გარემოს რადიაქტიური დაბინძურება, ბირთვული საწვავის აალება.
  • დაზღვეულის ნარკოტიული, ფსიქოტროპული  ან ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფსიქოტროპული ნივთიერება დანიშნული იყო შესაბამისი ლიცენზიის მქონე ექიმის მიერ და მიღებული იყო დაზღვეულის მიერ ექიმის დანიშნულებით განსაზღვრული მიღების წესის ზედმიწევნით დაცვით). ასევე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი დაზღვეულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას დამდგარი ავტოსაგზაო შემთხვევა.
  • დაზღვეულის მიერ ჩადენილი თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობის მცდელობა, განზრახ თვითდაზიანება.
  • დაზღვეულის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა ან სხეულის დაზიანება, რომლის პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მონაწილედ გვევლინება დაზღვეული.
  • დაზღვეულის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ან ამგვარის მცდელობა.
  • დაზღვეულის ფსიქიკური ავადმყოფობა ან გონების დაბინდვა.
  • დაზღვეულის მონაწილეობა სამხედრო ან საპოლიციო ოპერაციის ჩატარებაში
  • დაზღვეულის მონაწილეობა სიჩქარეზე შეჯიბრში ნებისმიერი სახმელეთო, საჰაერო ან საწყალოსნო საშუალებების გამოყენებით.
  • დაზღვეულის შიდსი-თ დაავადება ან აივ-ით ინფიცირება.
  • დაზღვეულის მიერ საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ქმედება მიმართულია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
  • დაზღვეულის მიერ სანაძლეოს პირობების, აკრობატული ილეთების შესრულება, რეკორდის დამყარება ან ამის მცდელობა.
  • დაზღვეულის მონაწილეობა პროფესიულ სპორტის სახეობებში (შეჯიბრი, წვრთნა, საჩვენებელი გამოსვლა).
  • დაზღვეულის მონაწილეობა შემდეგი სამოყვარულო სპორტის სახეობებში: საბრძოლო სახეობები, აკვალანგით ყვინთვა, პარაშუტით ან დელტაპლანით ხტომა, კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი, სპელეოლოგია.

როგორ უნდა მოიქცეს მსესხებლის ოჯახი სადაზღევო შემთვხევის* დადგომისას?

სადაზღვევო შემთხვევის* დადგომისას მომხმარებლის ოჯახის წევრმა უნდა მიმართოს მომსახურე სერვისცენტრს და წარმოადგინოს დოკუმენტაცია

დაზღვევის გაუქმება და ვადაზე ადრე გადახდა არ არის შესაძლებელი, სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევის პრემიას მომხმარებელი იხდის გრაფიკის მიხედვით. დაზღვევის შეწყვეტა ხდება მხოლოდ:

  • სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში
  • სადაღვევო შემთხვევის* დადგომისას

 

*სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს მსესხებლის ნებისმიერი მიზეზით გარდაცვალებას, თუ აღნიშნული მიზეზი არ შედის გამონაკლისთა ნუსხაში.