ტარიფები

 
ბრძანება (N 3/004-16)

2016 წლის 20 მაისის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო_ს აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების (N 3/004-16) საფუძველზე ცვლილება შევიდა „მისო კრედო“-ს მიერ მსესხებლებთან გაფორმებულ ყველა სახის სესხის/პროდუქტის ხელშეკრულებებში, გადახდის გრაფიკებით გათვალისწინებული გადახდების გადაუხდელობის გამო ჯარიმის დარიცხვის წესთან დაკავშრებით.

  • ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე მომხმარებელს დაერიცხება დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.

  • ნატვრის ბარათის და მოსავლის ბარათის მეშვეობით აღებული სესხებით ნივთების შეძენის შემთხვევაში, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობისას გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა: მხოლოდ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არა ნაკლებ 5 ლარისა და არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.

SMS და დისტანციური მომსახურების თვიური გადასახადი

განვადება

0.30 ლარი

Start up სესხი

1.50 ლარი

მომენტალური სესხი

1.00 ლარი

მცირე და საშუალო ბიზნეს სესხი (SME)

1.00 ლარი

მომსახურების გადასახადი კრედოს ყველა სხვა პროდუქტისთვის:

1,500 ა.შ.შ დოლარამდე

0.50 ლარი

1,501 ა.შ.შ დოლარი-5,000 ა.შ.შ დოლარი

0.75 ლარი

5,001 ა.შ.შ დოლარი-7,000 ა.შ.შ დოლარი

1.00 ლარი

7,001 ა.შ.შ დოლარი-10,000 ა.შ.შ დოლარი

1.50 ლარი

10,001 ა.შ.შ დოლარი-15,000 ა.შ.შ დოლარი

2.00 ლარი

15,001 ა.შ.შ დოლარზე მეტი

2.50 ლარი

*ეკვივალენტი ლარში

 

სესხის მომსახურების წლიური საკომისიო

კრედოს სასესხო პროდუქტებს, რომელთა ვადაც აღემატება 12 თვეს და სესხის თანხა ნაკლებია ან ტოლია 4,000 აშშ დოლარის და ნაკლებია ან ტოლია 10,000 ლარის, სესხის მომსახურების საკომისიოს გარდა, რომლის გადახდაც ხდება სესხის გატანისთანავე, ასევე ერიცხება ყოველწლიური მომსახურების საკომისიო.

სესხის მომსახურების წლიური საკომისიო დოლარში გაცემული სესხებისთვის

სესხის საწყისი ზომა

წლიური მომსახურების საკომისიოს ტარიფი

1,000 ა.შ.შ დოლარზე ნაკლები

1.50%

1,001 ა.შ.შ დოლარი - 4,000 ა.შ.შ დოლარი

1.00 %

სესხის მომსახურების წლიური საკომისიო  ლარში გაცემული სესხებისთვის

სესხის საწყისი ზომა

წლიური მომსახურების საკომისიოს ტარიფი

2,500 ლარზე ნაკლები

1.50%

2,501 ლარი - 10,000 ლარი

1.00 %

სესხის მომსახურების წლიური საკომისიო 2016 წლის 19 სექტემბრიდან გაცემულ სესხებზე აღარ ვრცელდება

 

ურბანული ბიზნეს სესხი

ურბანული ბიზნეს სესხი განკუთვნილია მომხმარებლისთვის, რომლის ძირითადი შემოსავლის წყაროს  წარმოადგეს მცირე და საშუალო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი, გარდა ტურისტულისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა, ისეთი როგორიც არის: მომსახურების გაწევა, სხვადასხვა პროდუქციის წარმოება და ვაჭრობა.

სესხის ზომა: 125 ლარი - 50,000 ლარი

სესხის ვადა: 2-დან - 60 თვემდე

მომსახურების გადასახადი: 0.6% - 5%

ნომინალური წლიური საპროცენტო განაკვეთი:  9.6%-41%*

ძირ თანხაზე 3 თვემდე საშეღავათო პერიოდი წელიწადში, ხოლო რეგისტრირებული გირაოს შემთხვევაში 11 თვემდე საშეღავათო პერიოდი წელიწადში

*მაქსიმალური ნიშნული მხოლოდ მომენტალური სესხის შემთხვევაში

 

აგრო ბიზნეს სესხი

აგრო ბიზნეს სესხი განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით, მესაქონლეობით, სასათბურე მეურნეობით, მეფუტკრეობითა და სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არიან დაკავებულნი. 

სესხის ზომა: 125 ლარი - 50,000 ლარი

სესხის ვადა: 2-დან - 60 თვემდე

მომსახურების გადასახადი: 1.5% - 3.5%

ნომინალური წლიური საპროცენტო განაკვეთი: 9.6%-41%

საშეღავათო პერიდი 10 თვემდე  წელიწადში ძირითად თანხაზე ან ძირითად თანხასა და საპროცენტო გადასახდელებზე, ხოლო რეგისტრირებული გირაოს შემთხვევაში 11 თვემდე საშეღავათო პერიოდი წელიწადში

 

ტურიზმის განვითარების სესხი

ტურიზმის განვითარების სესხი განკუთვნილია ტურისტულ ან მასთან დაკავშირებულ ბიზნესებთან, მაგალითად: სასტუმროები, სასტუმროს ტიპის სახლების მფობელები, თხილამურების გამქირავებლები, ტურისტულ არეალში მაღაზიების ან კაფე-ბარების მფლობელები და სხვა მსგავსი საქმიანობა.

სესხის ზომა: 125 ლარი - 50,000 ლარი

სესხის ვადა: 2-დან - 60 თვემდე

მომსახურების გადასახადი: 1.5% - 5% დამოკიდებულია სესხის ზომაზე

ნომინალური წლიური საპროცენტო განაკვეთი: 9.6%-41%

საშეღავათო პერიდი 11 თვემდე  წელიწადში (სეზონში) ძირითად თანხაზე ან ძირითად თანხასა და საპროცენტო გადასახდელებზე

 

საგანვადებო პროდუქტები

გაიცემა პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში ნივთების შეძენის მიზნობრიობით.

განვადების ზომა: 100 ლარი - 7 500 ლარამდე

განვადების ვადა: 3-დან - 24 თვემდე

მომსახურების გადასახადი: 0%

ნომინალური წლიური საპროცენტო განაკვეთი: 0%-31.2% (სრული საშეღავათო პერიოდის შემთხვევაში)

 

საბარათე პროდუქტები

გაიცემა წინასწარ დამტკიცებული საგანვადებო ლიმიტით სავაჭრო ობიექტებში ნივთების შეძენის მიზნობრიობით.

სესხის ზომა: 75 ლარიდან - 7 500 ლარამდე

სესხის ვადა: 4-დან - 12 თვემდე

მომსახურების გადასახადი: 0%-2.5%

ნომინალური წლიური საპროცენტო განაკვეთი: 0%-30% (მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს სრული საშეღავათო პერიოდის შემთხვევაში)