მოსავლის ბარათი

კრედო ბანკი ინოვატორი სიახლეებზე ორიენტირებული კომპანიაა. კომპანიის მიზანია  მომხმარებლებს ხარისხიანი ფინანსური მომსახურება შესთავაზოს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ნივთების შესაძენად კრედო ბანკი მომხმარებლებს მოსავლის ბარათს სთავაზობს. 

  • ბარათის გამოყენება დასაშვებია მაღაზიებში, რომლებიც განკუთვნილია სასოფლო სამეურნეო ინვენტარისა და მასალის შესაძენად სხვადასხვა ნივთების ეტაპობრივად შესაძენად ლიმიტის დაშვებიდან 14 თვის განმავლობაში
  • ლიმიტის განახლება შესაძლებელია ნებისმიერ დროს
  • გამოყენებული ლიმიტის დაფარვა ხდება კრედო ბანკის სერვისცენტრებში სესხის ოფიცერთან შეთანხმებულ ვადასა და თარიღებში
  • მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით  მომხმარებლებს ეცნობება გადასახდელი თანხის ოდენობა

მოსავლის ბარათით შეგიძლიათ შეიძინოთ:

  • სათესლე მასალები
  • სასუქები
  • შხამ-ქიმიკატები
  • ვეტერინარული ვაქცინები და მედიკამენტები
  • სასათბურე პოლიეთილენი
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ხელსაწყოები და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო სხვა საშუალებები

მოსავლის ბარათის დაკარგვის შემთხვევაში:

სასურველია, მოხდეს ბარათის დაბლოკვა, რათა მპოვნელმა ვერ შეძლოს მასზე არსებული ლიმიტით სარგებლობა.

აცნობეთ თქვენს სესხის ოფიცერს ბარათის დაკარგვის შესახებ, იგი დაგეხმარებათ ახალი ბარათის დამზადებაში.

მოსავლის ბარათზე ბოლოს დამტკიცებული ლიმიტის გასაგებად:

ავტორიზებული მობილური ტელეფონიდან  SMS-ით გააგზავნეთ სიტყვა Lim ნომერზე 91000 და თქვენ დაუყოვნებლივ მიიღებთ SMS-ს, რომელშიც მითითებული იქნება თქვენს ნატვრის ბარათზე  ბოლოს დამტკიცებული ლიმიტის ოდენობა

 მოსავლის ბარათზე განაცხადის გასაკეთებლად:

  • SMS-ით გამოგზავნეთ ტექსტი Cr ნომერზე 91000.
  • აირჩიეთ ღილაკი  და მიყევით ინსტრუქციას
  • გადახდის აპარატის (Pay Box) მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს  და მიყევით ინსტრუქციას

განაცხადის გამოგზავნის შემდეგ დაელოდეთ ზარს, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და გაგიწევთ სათანადო კონსულტაციას.

 

ონლაინ დახმარება