ნეო სესხი

ნეო სესხი

კრედომ მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა ბაზარზე. „ნეო" სესხი და განვადება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესში დაქირავებულ თანამშრომლებზე გაიცემა. პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ მათ, ვისაც ხელფასი არ ერიცხებათ და აქამდე საბანკო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

ნეო სესხი ან განვადება შეგიძლიათ მიიღოთ თუ მუშაობთ:

  • დამლაგებლად ან მენეჯერად;
  • დაქირავებულ მძღოლად ან ტაქსისტად;
  • კვების პროდუქტების დისტრიბუტორად ან სუპერვაიზერად;
  • სხვადასხვა პროფილის ხელოსნად;
  • ავტოშემკეთებლად;
  • საამქროს ან მშენებლობის ხელოსნად;
  • კვების ობიექტში ოფიციანტად, მზარეულად,
  • ადმინისტრატორ-მენეჯერად, დამლაგებლად, ბარმენად;
  • მომღერალ-მუსიკოსად;
  • ოჯახის დამხმარედ, რეპეტიტორად 
  •  ძიძად
  • სხვა მიკრო ან მცირე ბიზნეს დაწესებულებაში

ან გაქვთ შემდეგი სახის შემოსავალი:

  • ხელფასი, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ იღებთ ხელზე
  • ფულადი გზავნილები
  • ზესახელფასო გამომუშავებული თანხა ("ჩაი")
  • პრემია ან ბონუსი
  • ხელფასის ყოველდღიური გამომუშავება

განაცხადის გასაკეთებლად:

  • SMS-ით გამოგზავნეთ ტექსტი Cr ნომერზე 91000
  • აირჩიეთ ღილაკი  და მიჰყევით ინსტრუქციას
  • გადახდის აპარატის (Pay Box) მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს   და მიჰყევით ინსტრუქციას

განაცხადის გამოგზავნის შემდეგ დაელოდეთ ზარს, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და გაგიწევთ სათანადო კონსულტაციას.