მოსავლის დაზღვევა

სადაზღვევო კომპანია ალდაგი და კრედო ბანკი გთავაზობთ, დააზღვიოთ თქვენ სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მოსაწევი მოსავალი ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზარალისგან.

დაზღვევის საფასურს მოსავლის აღებამდე კრედო ბანკი დაგიფინანსებთ, თანხას კი მოსავლის აღების შემდეგ გადაიხდით.

სადაზღვევო შემთხვევა:

სადაზღვევო შემთხვევა გულისხმობს თქვენს სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მოსაწევი ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას.

სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ ზარალს, თუ მოსავალი დაგიზიანათ:

  • ხანძარმა
  • სეტყვამ
  • ქარიშხალმა
  • დატბორვამ
  • წყალდიდობამ
  • ჭარბმა ნალექმა
  • ყინვამ

შეგიძლიათ, დააზღვიოთ შემდეგი სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურები:

  • მარცვლეული კულტურები (ხორბალი, ქერი, მზესუმზირა, შვრია, ჭვავი, სიმინდი)
  • ვენახი
  • ციტრუსი
  • პარკოსანი კულტურები
  • ხილი
  • ბოსტნეული კულტურები
  • სასათბურე კულტურები
  • კენკროვანი კულტურები
  • ნაჭუჭიანი კულტურები

.