ხშრად დასმული კითხვები

როგორ გავიგო კრედოში არსებული ვაკანსიების შესახებ?

გარე ვაკანსიები ცხადდება ინტერნეტით შემდეგ საიტებზე:www.jobs.ge.www.hr.com.ge , ასევე ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე. რეგიონებში ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ადგილობრივი მასმედიის საშუალებით (ადგილობრივი რადიო, ტელევიზია და გაზეთი). ასევე. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ კრედოს წარმომადგენლებთან სოფლებში.

როგორ შემოვიტანო ჩემი CV კრედოში?

კრედოს საიტზე შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ან თქვენი ჩV და სამოტივაციო წერილი მოიტანეთ კრედოს ოფისში.

ბოლო ვადიდან რამდენ ხანში იქნება ტესტირება?

ტესტირება ინიშნება ვაკანსიის ბოლო ვადიდან მაქსიმუმ 2 კვირის პერიოდში. ტესტირებაზე დაბარების შემთხვევაში აპლიკანტს ეგზავნება სმს შეტყობინება.

რა ტიპის ტესტირება ტარდება კრედოში?

შესარჩევი ტესტირება ტარდება ზოგადი უნარების მსგავსი ტესტების  მეშვეობით.

რაზეა დამოკიდებული კრედოში სამსახურის დაწყება?

სამსახურში აყვანა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პიროვნულ და პროფესიონალურ უნარ-ჩვევებზე.

რა უნდა ვქნა, თუ დაგეგმილ დროს ვერ ვახერხებ ტესტირებაზე გამოცხადებას?

პირველ რიგში სასურველია გვაცნობოთ არ გამოცხადების შესახებ, ტესტირების ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში მოხდება თქვენთან დაკავშირება.