ხშრად დასმული კითხვები

როგორ გავიგო კრედო ბანკში არსებული ვაკანსიების შესახებ?

გარე ვაკანსიები ცხადდება ინტერნეტით შემდეგ საიტებზე: www.jobs.ge.www.hr.com.ge , ასევე ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე. რეგიონებში ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ადგილობრივი მასმედიის საშუალებით (ადგილობრივი რადიო, ტელევიზია და გაზეთი). ასევე, ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ კრედო ბანკის წარმომადგენლებთან სოფლებში.

როგორ შემოვიტანო ჩემი CV კრედო ბანკში?

საიტზე www.credo.ge შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ან თქვენი CV და სამოტივაციო წერილი მოიტანეთ კრედოს ოფისში.

ბოლო ვადიდან რამდენ ხანში იქნება ტესტირება?

ტესტირება ინიშნება ვაკანსიის ბოლო ვადიდან მაქსიმუმ 2 კვირის პერიოდში. ტესტირებაზე დაბარების შემთხვევაში აპლიკანტს ეგზავნება SMS შეტყობინება.

რა ტიპის ტესტირება ტარდება?

შესარჩევი ტესტირება ტარდება ზოგადი უნარების მსგავსი ტესტების  მეშვეობით.

რაზეა დამოკიდებული კრედო ბანკში სამსახურის დაწყება?

სამსახურში აყვანა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პიროვნულ და პროფესიონალურ უნარ-ჩვევებზე.

რა უნდა ვქნა, თუ დაგეგმილ დროს ვერ ვახერხებ ტესტირებაზე გამოცხადებას?

პირველ რიგში სასურველია გვაცნობოთ არ გამოცხადების შესახებ, ტესტირების ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში მოხდება თქვენთან დაკავშირება.

ონლაინ დახმარება