კრედო აკადემია

ყველაზე დიდი ქონება, არის ნათელი გონება...

კრედოში ფუნქციონირებს შიდა ტრეინინგ ცენტრი. კრედო აკადემია ყოველთვის ზრუნავს თავისი ყველაზე ძვირფასი ქონების, კომპანიის უმნიშვნელოვანესი აქტივის - თანამშრომლის კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე. აკადემია თანამშრომლებს სთავაზობს სხვადასხვა ტრეინინგ კურსებსა და სემინარებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარჩვევების განვითარებისათვის. ჩვენს კომპანიაში მომუშავე თითოეული ადამიანისათვის განვითარების ყველა ეტაპსა თუ პოზიციაზე წინასწარაა გაწერილი საჭირო ტრენინგები.

დღესდღეობით კრედოში საქართველოს მასშტაბით სამი ტრენინგ ცენტრი ფუნქციონირებს. იმერეთის ტრენინგ ცენტრი, რომელიც ქუთაისშია განთავსებული, უკვე რამდენიმე წელია რაც არსებობს. 2015 წელს ჩვენმა კომპანიამ ახალი ტრენინგ ცენტრი კახეთში, კერძოდ კი - გურჯაანში გახსნა. კრედოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კადრების პროფესიული განვითარებაა. აქედან გამომდინარე, ტრენინგ ცენტრებში ხდება როგორც პროფესიული გადამზადება, ასევე თანამშრომელთა ყოველწლიური ატესტაცია.

გარდა რეგიონებში ტრენინგ ცენტრებისა, 2015 წელს თბილისში კრედომ ახალი საგანმანათლებლო ცენტრი - კამპუსი გახსნა. აღნიშნულ ცენტრში კრედოს ყველა რგოლის თანამშრომელი გადის სრულყოფილ ტრენინგ მოდულს, რომელიც მომავალში მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. სასწავლო ცენტრში პარალელურად 50 მონაწილეს შეუძლია სხვადასხვა სატრენინგო კურსის მოსმენა. ამავე შენობაში გათვალისწინებულია კომფორტული საძინებელი ოთახები. გარდა ამისა, აქვეა მოწყობილი ტესტირების ოთახი, სადაც სხვადასხვა რეგიონებიდან თანამშრომლებს კომფორტულ გარემოში გამოცდების ონლაინ რეჟიმში წერის საშუალება ეძლევათ.

კრედო თანამშრომლებს  ტრენინგების გავლის საშუალებას აძლევს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც. აგრეთვე, კომპანია უფინანსებს სტრატეგიულ პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლებს სამაგისტრო პროგრამებს.

2015 წლიდან კრედო აკადემიაში ფუნქციონირებს მენეჯერების განვითარების შიდა პროგრამა, რომელშიც უკვე მონაწილეობას იღებს კრედოს 30 ფილიალის მმართველი.