კრედო აკადემია

სწავლება და განვითარება

კრედო ბანკი ყოველთვის ზრუნავს თავისი თანამშრომლების კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე. შიდა თუ გარე, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგისტრატურის დაფინანსება, ორგანიზაციის თანამშრომლებს აძლევს საშუალებას, გახდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები, რაც თავის მხრივ და საბოლოო ჯამში, კომპანიის წარმატების საწინდარია.

ორგანიზაციისათვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო თანამშრომელთა მხარდაჭერა სწავლა-განათლებაში, თუმცა მას შემდეგ რაც კრედო ბანკსს ახალი მფლობელები ჰყავს, მოხდა ძირითადი სტრატეგიული მიმართულების გადახედვაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ტრენინგებმა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებამ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ადგილი დაიკავა.

კრედო ბანკის აკადემია, რომელიც კომპანიის შიდა ტრენინგ ცენტრია, უკვე თითქმის ექვსი წელია რაც არსებობს და ამ დროისთვის, ჩვიდმეტი დასახელების შიდა ტრენინგ პროგრამას მოიცავს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით სამ ტრენინგ ცენტრს ფლობს, საიდანაც ერთი იმერეთშია - სამტრედიის ტრენინგ ცენტრი, მეორე - კახეთში, გურჯაანის ტრენინგ ცენტრი, ხოლო მესამე კი - თბილისში, კრედო ბანკის კამპუსი. ამ უკანასკნელის როლი თანამშრომელთა პროფესიულ ზრდაში ძალიან დიდია, ვინაიდან რეგიონებიდან ტრენინგებზე მოწვეულ კრედოელებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც სამეცადინო, ასევე სასტუმროს ტიპის სივრცით.

კრედო ბანკში ტრენინგს გადის ნებისმიერი რგოლის თანამშრომელი, არ აქვს მნიშვნელობა ისაა მაღალი თუ საშუალო რგოლის მენეჯერი, თუ სხვა თანამშრომელი. წლევანდელი წელი კრედო ბანკის აკადემიისთვის გამორჩეული იყო იმით, რომ გასულ წელს საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის დანერგილი წელიწად-ნახევრიანი პროგრამის დამამთავრებელი ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, კრედო ბანკის კამპუსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სტუმრობდა, რომელიც ერთ დროს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ტრენერად გვევლინებოდა.

2017 წელი, ისევე როგორც ყველა სხვა გასული წლები, თითოეული თანამშრომლისთვის იქნება ძალიან დატვირთული, თუმცა ამავდროულად პროდუქტიულიც.
კრედო ბანკი კიდევ უფრო დატვირთულად იზრუნებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

 

 

 

ონლაინ დახმარება