კარიერული წინსვლა და პროფესიული განვითარება

კრედო ბანკი თანამშრომლების განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. მეგობრული სამუშაო გარემო, მუშაობის სწრაფი ტემპი და შედეგებზე ორიენტაცია საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად გამოამჟღავნოთ საკუთარი შესაძლებლობები. კრედო ბანკში დიდი ყურადღება ეთმობა შიდა კადრების დაწინაურებას. ჩვენთან შესაძლოა, სოფლის კონსული ან სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი ფილიალის მმართველი გახდეს. ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე შიდა საკადრო პროცესებს, სადაც პროფესიული წინსვლა მხოლოდ ადამიანის პიროვნულ თვისებებსა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

კრედო ბანკი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა. დაგისვამთ თუ არა შეკითხვა თქვენი თავისთვის - „რატომ კრედო?!“. ან რამდენად გაგიციათ ამ კითხვაზე პასუხი? ამ კითხვას შეიძლება ბევრი პასუხი ჰქონდეს, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ კრედო ბანკი კარგი დამსაქმებელია!

ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლებს სთავაზობს საქმიან და ამავდროულად სასიამოვნო სამუშაო გარემოს, გუნდურ და ძლიერ კორპორატიულ სულისკვეთებას, პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას. ის, რომ კრედო ბანკი კარგი დამსაქმებელია იქიდანაც ჩანს, რომ ორგანიზაციას ჰყავს ძალიან ბევრი ლოიალური თანამშრომელი, რომლებიც უკვე 5, 10, 15 და 20 წელია მუშაობენ ჩვენთან.

გუნდური და სტაბილური გარემო, ერთმანეთისადმი პატივისცემა და შესაძლებლობები, რომელსაც კრედო ბანკი თავის თანამშრომლებს აძლევს - ეს ყველაფერი ჩვენს ორგანიზაციას იდეალურ დამსაქმებელად აქცევს. აქ ყველა გამოცდილი თანამშრომელი მზადაა, საკუთარი ცოდნა გაუზიაროს ახლადმოსულ თანამშრომელს და დაეხმაროს მას წინსვლასა და განვითარებაში. აქ ისმენენ და ითვალისწინებენ თანამშრომლების მოსაზრებებსა და შენიშვნებს. აქ სტაბილური გარემოა.

კრედო ბანკის 7 ფასეულობიდან ერთ-ერთი ფასეულობა შესაძლებლობის შექმნაა. ორგანიზაცია მუდმივად ჰქმნის ახალ შესაძლებლობებს, რითაც თანამშრომლებს განვითარებისა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. სწორედ ამიტომ, კრედო ბანკში იქმნება ახალი პოზიციები. აქ სესხის ოფიცრის პრაქტიკანტები რეგიონალური ოპერაციების მენეჯერები ხდებიან და დეპარტამენტის ასისტენტები - დეპარტამენტის ხელმძღვანელები. კრედო ბანკის მენეჯმენტის 80% შიდა დაწინაურებული თანამშრომლებია.

ონლაინ დახმარება