სამსახურში აყვანის პროცესი

ჩვენ ვეძებთ ნიჭიერ, სწრაფად განვითარებად და მოტივირებულ პიროვნებებს.კომპანია  კრედო თვითრეალიზაციის ულევ შესაძლებლობებს იძელევა. კარიერული წინსვლა, პროფესიოული უნარ-ჩვევების განვითარება კრედოს ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ გახდის კომაპნია კრედოს თანამშრომელი აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა:

განაცხადის ფორმა

კომპანიაში არსებული ვაკანტური პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გადადით ვაკანსიების ჩამონათვალში და შეავსეთ განაცხადის ფორმა, ან შევსებული ფორმა მოიტანეთ კრედოს ოფისში.

ტესტირება

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ კონკრეტულ ვაკანსიაზე არსებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, თქვენ მიიღებთ სმს შეტყობინებას ტესტირების თარიღისა და დროის შესახებ. ყველა აპლიკანტი წერს 60 წუთიან ტესტს ზოგად უნარებში.

გასაუბრება

ტესტირებაში დამაკმაყოფილებელი ქულის მიღების შემთხვევაში, თქვენ გაივლით გასაუბრებას.

შედეგები

წარმატებულ კანდიდატებს ვუკავშირდებით გასაუბრებიდან ერთი კვირის განმავლობაში. შერჩევის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამუშაო პირობებზე მოლაპარაკება მოხდება კომპანიის მენეჯმენტთან. სამსახურში აყვანის შემთხვევაში ყველა თანამშრომელი გაივლის გამოსაცდელ პერიოდს 3 თვემდე.

საკადრო რეზერვი

თუ თქვენ წარმატებით გაიარეთ ტესტირება და მოხვდით გასაუბრებაზე, თქვენი კვალიფიკაცია და უნარები შეესაბამება კრედოს მოთხოვნებს, თუმცა იმ ეტაპისთვის საჭირო არ არის კიდევ დამატებითი კადრები, თქვენ  ავტომატურად ხვდებით საკადრო რეზერვში. ყველა დარეზერვებული აპლიკანტი მიიღებს სმს შეტყობინებას რეზერვში მოხვედრის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში ხდება რეზერვის დასაქმება.

გთხოვთ ჩამოთვლილი პოზიციებიდან ამოარჩიოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით სააპლიკაციო ფორმას.

გისურვებთ წარმატებებს