კადრების შერჩევის ფილოსოფია

კრედოში თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა ყველა კანდიდატს, რომელსაც გააჩნია კრედოს მისიის განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება. ფილიალის თანამშრომლების შერჩევა ხდება ადგილობრივი მოსახლეობიდან. კადრების შერჩევა ხდება არამარტო მათ ტექნიკურ ცოდნასა და განათლებაზე დაყრდნობით, არამედ მათ პიროვნულ თვისებებზე და გასაუბრების დროს დამოკიდებულებაზე, რათა გაირკვეს კანდიდატის შესაბამისობა ორგანიზაციის ფასეულობებთან. ამდენად, კრედოში კადრების შერჩევის ფილოსოფია ემყარება ორგანიზაციის მისიას. კრედო არ ეწევა ადამიანთა დისკრიმინიაციას მათი ეროვნების, რასის, ტომის, სამშობლოს ან წარმოშობის, რწმენის ან სქესის ნიშნით, არამედ განიხილავს თითოეულ პიროვნებას მისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების საფუძველზე.

კადრების შერჩევისა და სამუშაოზე მიღების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ დასაქმების შესაბამისობის გამოსავლენად. შერჩევის პროცესში კრედო მოქმედებს საქართველოს შრომითი კოდექსის შესაბამისად.