სამუშაო გარემო

შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა საკუთარი საქმისადმი განსაკუთრებულად ფასდება კრედო ბანკში, თანამშრომელთა დაფასება სხვადასხვა სამოტივაციო და ლოიალურობის სქემებით გამოიხატება ერთ-ერთი ასეთია საუკეთესო თანამშრომლების ნომინაცია და საუკეთესო  სესხის ოფიცერთა კლუბის წევრობა.


გასულ წელს ჩატარებულ ორგანიზაციულ კვლევაში, რომლის მიზანი იყო თანამშრომლების ჩართულობის დონის განსაზღვრა, კრედოელების 90 %-მა მიიღო მონაწილეობა.
კრედო ბანკში მონაწილე თანამშრომლების 90% თვლის,რომ კრედო ბანკის ძირითადი ფასეულობები ასახავს ჩვენს ორგანიზაციულ კულტურას. კრედოელების 98%-ს უნდა, რომ კრედო ბანკმა დიდ წარმატებას მიაღწიოს.
მონაწილეთა 91 %-ს მიაჩნია, რომ:

  • ჩვენს სამუშაო გარემოში არის ღია და სანდო დამოკიდებულება კოლეგებსა და მენჯერებს შორის
  • ვმუშაობთ ისეთ გარემოში,სადაც ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან
  • კმაყოფილია არსებული ბენეფიტების პაკეტით

მონაწილე კრედოელების 80%-ზე მეტი ფიქრობს, რომ:

  • კოლეგებს შორის სუფევს ჯანსაღი მორალი
  • თანამშრომლებს საშუალება აქვთ ღიად გამოთქვან საკუთარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე
  • კმაყოფილია კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობებით
  • კრედო ბანკისს ზედა რგოლის მენეჯმენტი ახდებს სამართლიანობისა და ერთიანობის დემონსტირება

შედეგების ანალიზიდან დგინდება,რომ გამოკვლეული25 ძირითადი ფაქტორიდან 20 ფაქტორის შედეგბი 70 %-ზე მაღალია, რაც ნიშნავს, რომ კრედო ბანკის თანამშრომლები საკმაოდ კარგი ჩართულობით გამოირჩევიან.

კრედო ბანკში უამრავი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ თანამშრომელი მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში მუშაობდეს. ჩვენ გვაქვს ისეთი წამახალისებელი სქემები როგორიცაა: ჯანმრთელობისა და საპენსიო დაზღვევა, კორპორატიული ღონისძიებები, სხვადასხვა გუნდური აქტივობები, რომელიც უფრო მეტად ხელს უწყობს ჩვენი გუნდის შეკვრას. სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის წევრობა და ასე შემდეგ.

სწორედ ამიტომ კრედო ბანკი !