ბარათები

კრედო ბანკი ინოვატორი სიახლეებზე ორიენტირებული კომპანიაა. კომპანიის მიზანიაა მომხმარებლებს ხარისხიანი ფინანსური მომსახურება შესთავზოს.

2018 წლის 4 ივნისიდან კრედო ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ლოკალურ სადებეტო ბარათს.

ლოკალური სადებეტო ბარათი დაკავშირებულია მომხმარებლის მიმდინარე ანგარიშთან, მისი გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია განკარგოს ანგარიშზე არსებული თანხები და ბარათზე ბანკისგან დარიცხული სწრაფი ან სხვა სახის სესხი.

ბარათის გამოყენება შესაძლებელია 14000-ზე მეტ სავაჭრო და მომახურების ობიექტსა და კრედო ბანკის პარტნიორი ბანკების 500-ზე მეტ ბანკომატში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბარათით შეგიძლიათ:

  • შეიძინოთ ნესმიერი სახის საქონელი სხვადასხვა ტიპის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში
  • მიიღოთ სამედიცინო, სტომატოლოგიური ან სხვა ტიპის მომსახურება
  • გაანაღდოთ თანხა კრედო ბანკის პარტნიორი ბანკების ბანკომატებში
  • გაანაღდოთ თანხა კრედო ბანკის სერვისცენტრებში

სადებეტო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში:

- რეკომენდირებულია, მოხდეს ბარათის დაუყოვნებლივ დაბლოკვა, რათა მპოვნელმა ვერ შეძლოს ანგარიშზე არსებული თანხით სარგებლობა.

- ბარათის დასაბლოკად უნდა დაუკავშირდეთ კრედო ბანკის ქოლ-ცენტრს, ან მომსახურე სერვისცენტრს.

- აცნობოთ თქვენს ოფიცერს ბარათის დაკარგვის შესახებ, რომ მიიღოთ ახალი ბარათი.

ლოკალური სადებეტო ბარათის ტარიფები:

დასახელება: ლოკალური სადებეტო ბარათი

ბარათის ვალუტა

GEL

მომსახურების საკომისიო

ბარათის წლიური მომსახურების საკომისიო

უფასო

ბარათის აღდგენა (დაკარგვის, დაზიანების ან პინ კოდის დაკარგვის შემთხვევაში)

10 GEL

ბარათის მოქმედების ვადა

4 წელი

ოპერაციების დღიური ლიმიტები

სს „კრედო ბანკის“ სერვისცენტრებში

ულიმიტო

სს „კრედო ბანკის“ კონტრაქტორ ობიექტებში და სს „თი ბი სი ბანკის“ ბანკომატებსა და ობიექტებში.

4000 GEL

ოპერაციებისთვის ლიმიტები

სს „კრედო ბანკის“ სერვისცენტრებში

ულიმიტო

კრედო ბანკის ობიექტებში და სს „თი ბი სი ბანკის“  ბანკომატებსა და ობიექტებში.

15 000 GEL

ბარათის სტოპ სიაში ჩასმა (დაბლოკვა)

ადგილობრივ სტოპ სიაში ჩასმა

უფასო

ანგარიშწორების საკომისიო სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში

სს „კრედო ბანკის“ ობიექტებში

0%

სს „თი ბი სი ბანკის“ ობიექტებში

0%

თანხის განაღდების საკომისიო

სს „კრედო ბანკის“ სერვისცენტრებში (ბარათით ოპერაციის შესრულების შემთხვევაში)

1 % მინიმუმ 0.5 GEL

სს „თი ბი სი ბანკის“ ბანკომატებში

1.5% მინიმუმ 0.5 GEL

ლოკალურ სადებეტო ბარათზე განაცხადის გასაკეთებლად:

  • SMS-ით გამოგზავნეთ ტექსტი Cr ნომერზე 91000.
  •  მთავარ გვერდზე აირჩიეთ ღილაკი  და მიჰყევით ინსტრუქციას
  • გადახდის აპარატის (Pay Box) მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს  და მიჰყევით ინსტრუქციას

განაცხადის გამოგზავნის შემდეგ დაელოდეთ ზარს, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და გაგიწევთ სათანადო კონსულტაციას.