მფლობელები

 

წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმმა შეიძინა.  კონსორციუმი Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsibility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-გან შედგება.

AccessHolding-ის შესახებ

AccessHolding დაარსდა 2006 წელს სოლიდური რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფის მიერ, სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან. AccessHolding-ის ქსელში შედის ცხრა ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მათ შორის აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში.  AccessBanks-ის საქმიანობა ფოკუსირებულია ისეთ მიზნობრივ ჯგუფზე, როგორიცაა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობა. AccessBank -ის ქსელში დასაქმებულია 7000-ზე მეტი ადამიანი. მის მართვაშია 1.4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი სასესხო პორტფელი და მომხმარებლების  0.6 მილიარდ აშშ დოლარამდე დეპოზიტები.

responsAbility-ის შესახებ

responsAbility Investments AG წარმოადგენს აქტივების მართვის დარგში მსოფლიოს წამყვანი დამოუკიდებელი მენეჯმენტის ჯგუფს, რომელთა სპეციალიზაციის სფეროა განვითარებადი ეკონომიკის სექტორების ხელშეწყობა. მათი საქმიანობა მოიცავს ისეთ დარგებს, როგორებიცაა ფინანსები, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და განათლება. responsAbility უზრუნველყოფს ბირჟაზე დაურეგისტრირებელი ისეთი კომპანიების ფინანსირებას, რომელთა ბიზნესმოდელი მოსახლეობის დაბალშემოსავლიან კატეგორიაზეა ორიენტირებული, რითაც  სტიმულირდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და სოციალური განვითარება.

2003 წელს დაარსებული responsAbility, ამჟამად მართავს 2.2 მილიარდ აშშ დოლარის აქტივებს, რომლებიც 90 ქვეყნის 500 კომპანიაშია ინვესტირებული.  responsAbility-ის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ციურიხში, ხოლო მისი რეგიონალური წარმომადგენლობები - პარიზში, ლიმაში, მუმბაისა და ნაირობიში. მისი აქციონერები არიან შვეიცარიის ფინანსურ ბაზარზე მოქმედი, საიმედო რეპუტაციის მქონე მრავალი ორგანიზაცია და ასევე, საკუთარი თანამშრომლები.  responsAbility რეგისტრირებულია შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის ორგანოში (FINMA). 

Triodos Investment Management-ის შესახებ

Triodos Investment Management არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკის, Triodos Bank-ის საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია. Triodos Investment Management არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული კომპანია, რომლის საქმიანობის სფეროებია ინვესტიციების და საინვესტიციო ფონდების მართვა ისეთ დარგებში, როგორიცაა განახლებადი ენერგეტიკა, მდგრადი უძრავი ქონება და განვითარებადი ბაზრების დონორული ფინანსირება. 2013 ბოლოსთვის კომპანიის კომბინირებული აქტივები 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს. 1994 წლიდან, დონორულ ფინანსირებაში ჩადებულმა აქტივებმა 550 მლნ ევროს გადააჭარბა, ეს მაჩვენებელი მას ინდუსტრიაში უმსხვილეს ინვესტორად ხდის. სპეციალიზირებული ფონდების მეშვეობით, Triodos Investment Management უზრუნველყოფს ფინანსირებას 44 ქვეყნის 112-მდე დამწყებ და ფუნქციონირებად საფინანსო ორგანიზაციებისთვის. კომპანია არის 22 საფინანსო ორგანიზაციის აქციების მფლობელი. კომპანიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში შედის Triodos Bank-ის უმაღლესი მენეჯმენტი, რომელიც აქტიურადაა ჩართული ორგანიზაციების მართვის პროცესში.