Eng | Geo
  საქართველოში კრედოს ოცდამეორე ფილიალი გაიხსნა

 2011 წლის 23 დეკემბერს კრედოს კიდევ ერთი ახალი, რიგით ოცდამეორე ფილიალი საქართველოში, ხოლო რიგით მესამე  კახეთის რეგიონში ქ. საგარეჯოში ერეკლე მეორეს ქ. #94-ში საზეიმოდ გაიხსნა. კრედომ უკვე მოიპოვა მყარი პოზიცია კახეთის ბაზარზე, თუმცა ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფილიალი საშუალებას მოგვცემს მოვემსახუროთ საგარეჯოს რაიონული ცენტრისა და სოფლის მოსახლეობის ფართო სპექტრს.

კრედოს ფილიალი ქ. საგარეჯოში არსებულ და ახალ მომხმარებელს შესთავაზებს აგრო და ურბანული ბიზნესის განვითარების სესხებსა და განვადებას, როგორც ბიზნეს ასევე სამომხმარებლო საჭიროებისთვის. აგრო სესხები გაიცემა მესაქონლეობის, მევენახეობის, მებაღეობის და სხვა ნებისმიერი ტიპის სასოფლო სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირებზე. ურბანული სესხი კი გაიცემა ქალაქში ვაჭრობისა და მომსახურების ტიპის ბიზნესებზე.

ახალ ფილიალში 11 ადგილობრივი კადრი დასაქმდება გახსნისთანავე, ხოლო 25-ი ერთ წელიწადში, რომლებიც თავის მხრივ უმაღლესი სტანდარტის მოემსახურებას გაუწევენ მომხმარებლებს.

 

26.12.2011





Copyright © 2008 Credo.ge All Rights Reserved. Created By Neomedia