|
საჭიროებისას გაწვდილი ხელი
ლევან აბუსელიძე მეფუტკრეობას დასავლეთ საქართველოში, სოფელ ბობოყვათში ეწევა. მისი ბიზნესი თაფლისა და სანთლის წარმოებში, დისტრიბუციაში და გაყიდვაში სპეციალიზირდება. ის აღნიშნულ პროდუქციას ახლომდებარე ქალაქებში აბარებს.
ბატონი ლევანის ბიზნესისათვის წარუმატებელი პერიოდი ფუტკრების ინფექციით ამოწყვეტისას დაიწყო. სოფლად ცხოვრების გამო მისთვის რთული იყო სესხის აღებაც, რათა ფუტკართა გადაშენებით გამოწვეული ზარალი აენაზღაურებინა. 2006 წელს კრედომ დაიწყო სასოფლოსამეურნეო სესხების გაცემა სოფელ ბობოყვათში. სწორედ მაშინ გააკეთა განაცხადი 2000 ლარ სესხზე ბატონმა ლევანმა. მიღებული სესხით მან ფუტკართა ოჯახები და სკები შეიძინა. მას შემდეგ ბიზნესი 20 ფუტკრის ოჯახიდან 60 ოჯახამდე გაიზარდა.
მისი ბიზნესი 5 ადამიანს ასაქმებს. ბიზნესის მნიშვნელოვანმა ზრდამ დადებითად იმოქმედა ფინანსურ მდგომარეობაზე და საშუალება მისცა ბიზნესის სამომავლო გაფართოვებას.
ახალგაზრდა მეწარმის წარმატების ისტორია
25 წლის გიორგი გაგნიძე კრედოს ერთ ერთი ახალგაზრდა მსესხებელია რომელსაც მეწარმის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა. შრომისმოყვარეობა და მოტივაცია ფინანსური დამოუკიდებლობისაკენ ბიზნესის წამოწყების მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი გახლდათ.
გიორგიმ პირველი სესხი 150 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით პერსონალური კომპიუტერის შესაძენად აიღო. იმ დროს ის ახალგაზრდებს კომპიუტერის შეკეთებას, სხვადასხვა კომპიუტერული ნაწილების აწყობა-დაშლას ასწავლიდა. ენთუზიაზმმა შედეგი გამოიღო და მალე მან ოფიციალური სასწავლო ცენტრი გახსნა. დღეს გიორგი გაგნიძე სხვადასხვა ბიზნესს მართავს, მათ შორის: ინტერნეტ კაფეს, კომპიუტერის შემსწავლელ კურსებს, თარჯიმანთა ბიუროს და ტურისტულ სააგენტოს. მისი ბიზნესი 20 ადამიანს ასაქმებს.
გიორგი დაქორწინებულია და ჰყავს 1 შვილი. ის აგრძელებს ბიზნესის გაფართოებას და მომავალში უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ისახავს მიზნად.
ახალი ბიზნესის შექმნა
სერიოჟ ოფსეფიანი სეზონური სესხის მომხმარებელია. ის მთიან ტურისტულ სოფელ ბაკურიანში ცხოვრობს. როგორც ასეთ აგილებში მცხოვრებთა უმრავლესობა, მისი ბიზნესიც ზამთრის ტურიზმთან არის დაკავშირებული.
5 წლის წინ კრედოში განაცხადის შევსებისას ის თხილამურების გაქირავების ბიზნესს ამუშავებდა. პირველი სესხი ახალი ბიზნესის წამოსაწყებად, საკუთარი საცხოვრებელი სახლის საოჯახო ტიპის სასტუმროდ გადასაკეთებლად მიიღო. შეღება სახლი, მოაწესრიგა წყლის და გათბობის სისტემა. კომფორტულმა ატმოსფერომ ტურისტები მოიზიდა და შედეგად მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა ფინანსური მგდომარეობა.
ტურისტულ ბიზნესში ძირითადად ოჯახია დასაქმებული და მისი წარმატება ერთდროულად ოჯახის ფინანსურ უზრუნველყოფას ნიშნავს. სერიოჟ ოფსეფიანის ბიზნესი 5 ოჯახის წევრს ასაქმებს.
ცხოვრებისთვის ნატყორცნი გამოწვევა
საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ სიღარიბის დამკვიდრების თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის მოსახლეობა მობილიზებულ იქნა თვითდასაქმებასა და მიკრო საწარმოების ჩამოყალიბებაზე.
მსგავსი ქმედება ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა: ეს იყო თვითგადარჩენა.
ამ დროისთვის მხოლოდ კრედო აღმოჩნდა ერთადერთი საფინანსო ორგანიზაცია, რომლის მისიაც მეწარმეობრივად უმწეოთა მდგრადი ფინანსური სერვიზით უზრუნველყოფა გახლდათ.
აკაკი ცინაძე
ურბანული ტიპის მცირე ბიზნესის დაფინანსება კრედოს საქმიანობის ერთ ერთი პრიორიტეტია. ასეთი მსესხებელი გახლავთ ბატონი აკაკი ცინაძე, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კვლავ გამონახა ენერგია და ენთუზიაზმი რათა დაეწყო საკუთარი პატარა ბიზნესი თვითგადარჩენის მიზნით.
რთულმა ცხოვრების პირობებმა, სიღარიბის დამკვიდრებამ და ცხოვრებაში წარმატების მიღწევის დიდმა სურვილმა, აიძულა ის გადასულიყო თერჯოლიდან (მისი წარმოშობის რეგიონი) - ქუთაისში. აქ მან იქირავა საცხოვრებელი ბინა და წამოიწყო მცირე ბიზნესი. მისი პირველი საქმიანობა მოიცავდა სამშენებლო მასალაების მაღაზიას. პირველი სესხი მან მიიღო 500 აშშ დოლარის ოდენობით. შემდგომში 7 წლის შემდეგ მან მიიღო 30000 აშშ დოლარი. მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი ფინანსური მდგომარეობა და გახდა გაერთიანებული ბიზნეს სივრცის მფლობელი. სამშენებლო მასალების მაღაზიის მფლობელობასთან ერად ის გახლავთ სამშენებლო მასალების იმპორტიორი თურქეთიდან და უკრაინიდან.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მის ბიზნესში დასაქმებულია შვიდი ადამიანი, რომელთათვის შრომის გასამრჯელო ერთადერთი შემოსავალია ოჯახში.
ბატონი აკაკის ბიზნესის ზრდასთან ერთად გაუმჯობესდა მისი ცხოვრების პირობებიც. ამჟამად ის ფლობს სახლს, მანქანას, დაოჯახდა და ყავს ორი ბავშვი.
ბატონი აკაკის მსგავსად, მეწარმეთა დახმარებით ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს რწმენას დაუღალავი შრომით მიღწეულ მეწარმეთა წარმატებაზე.
გოჩა გოგიტიძე
საქართველოში ტურიზმის განვითარებას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. შესაბამისად ეს დარგი მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. ტურიზმის განვითარების სტიმულის გაძლიერებისთვის, ტურისტულ რეგიონებში კრედო აფინანსებს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს იქნება ეს ზღვისპირა თუ სამთო სათხილამურო კურორტები.
გოჩა გოგიტიძე გახლავთ ერთ-ერთი მათგანი, მცხოვრები გონიოს მშვენიერ ზღვისპირა დაბაში, რომელიც ამ პროდუქტით სარგებლობს. ის და მისი ოჯახი, ისევე როგორც ამ დაბის უმეტესი მაცხოვრებელი, ჩართულნი არიან ოჯახური სასტუმროების ბიზნესში. გონიოს მაცხოვრებელთა აბსოლუტური უმრავლესობა დამოკიდებულნი გახლავთ ტურისტულ სეზონზე მიღებულ შემოსავალზე. ზაფხულის პერიოდში მიღებული შემოსავლებით უზრუნველყოფენ მთელი დარჩენილი წლის ოჯახურ დანახარჯებს. გოგიტიძეების ოჯახს სესხი დაჭირდათ თავიანთი ზღვისპირა სასტუმროს გასაახლებლად. სხვა ყველა საფინანსო ორგანიზაციის პირობები მიუღებელი აღმოჩნდა ბატონი გოჩას გეგმების განსახორციელებლად, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. სტანდარტულად, მსგავსი ტიპის მეწარმეები ბანკებისთვის სამიზნე ჯგუფს არ წარმოადგენენ რამეთუ ისინი უფრო მაღალი შემოსავლების მქონე ბიზნესმენებზე არიან ორიენტირებულნი. შესაბამისადKკრედო იყო მისი უკანასკნელი იმედი.
მან თავის პირველი სესხი აიღო სახლის ძირითადი ნაწილის გაუმჯობესებისთვის. Mმეორე სესხით დაამატა ახალი ოთახები და სააბაზანო, ხოლო ბოლო სესხი მოახმარა სახლის დეკორატიული ელემენტების შეძენას. Mმისმა ძალისხმევამ და დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და გაუმჯობესებულმა საოჯახო სასტუმრომ დამსვენებლების დიდი ნაკადი მოიზიდა მომდევნო სეზონისთვის.
გოგიტიძეების ოჯახს დიდი იმედი აქვს რომ მათ 5 წევრიან ოჯახს მატერიალური პრობლემები არასოდეს შეექმნება მომავალში
|