Eng | Geo
 

კრედოს ისტორია

საბჭოთა კავშირის ნგრევას და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას 1991 წელს სამოქალაქო ომი მოყვა. კონფლიქტმა ეკონომიკის ტოტალური კოლაფსი და ესკალაციის რეგიონებში 300000 ზე მეტი ლტოლვილთა გადაადგილება გამოიწვია.

1997 წელს საერთაშორიო ორგანიზაცია "ვოლდ ვიჟენმა" მცირე ბიზნესის განვითარებისა და დახმარების პროექტი წამოიწყო. რომლის მისiა გახლდათ მეწარმეობრივად უმწეოთა და მცირე ბიზნესებისთვის მდგრადი ფინანსური სერვიზით უზრუნველყოფა, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისა და ღარიბთათვის დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველმყოფი ბიზნესების უპირატესობით.

2002 წელი ორგანიზაციისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგანაც კანადის განვითარებისა და დახმარების სააგენტოს წყალობით პროგრამის რეგიონების მასშტაბით გაფართოება გახდა შესაძლებელი. შესაბამისად ფილიალები გაიხსნა ქუთაისში, ბათუმში ბორჯომსა და ახალციხეში.

2005 წელს ორგანიზაცია დარეგისტრირდა როგორც ადგილობრივი დამოუკიდებელი სამართლებრივი ერთეული, ვიჟენფანდ კრედო ფონდის სახით. კანონში ცვლილებამ შესაძლებელი გახადა ორგანიზაციითვის, მიკრო საფინანსო ორგანიზაციის კვალიფიკაციის მინიჭება. კრედოს ერთპიროვნული დამფუძნებელი გახლავთ ვიჟენფანდ ინთერნეიშენალი, რომელიც თავისთავად წარმოადგენს კალიფორნიაში დაფუძნებულ მიკროსაფინანსო კორპორაციას, რომლის დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარიანი პორტფელი 47 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაშია ინვესტირებული. ანუ საწყისი დაიდო ფონდმა "კრედომ" მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, როგორც "უორლდ ვიჟენ ინთერნეიშენალის" მიკროსაფინანსო პროგრამის სამართლებრივმა გაგრძელებამ.

კანონში მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა შესახებ ცვლილებასთან დაკავშირებით არასამეწარმო, არაკომერციული ორგანიზაცია “ვიჟენფანდ კრედომ”  2007 წლის დეკემბერში დააფუძნა ახალი ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაა შ.პ.ს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო”. იგი ლიცენზირებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. შესაბამისად “ვიჟენფანდ კრედომ”- შ.პ.ს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო”-ს გადასცა ყველა ვალდებულება, მათ შორის გაცემული სესხების მოთხოვნის უფლება.

2008 წელი მსო კრედოსათვის წარმატებული გამოდგა. ეკონომიკური სტაგნაციის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის მოტივაცია, ზრდის სურვილი და ცვალებად დროზე მორგება დადებითად აისაზა ორგანიზაციის ზრდის მაჩვენებელზე. 100 პროცენტით გაიზარდა როგორც კლიენტების რაოდენობა ასევე საკრედიტო პორთფელი.

2009 წელი აღსანიშნავია როგორც ინოვაციური პროექტების და ორგანიზაციის სტაბილურობის შენარჩუნების წელი. ინოვაციურ პროექტებში შედის კრედოს სტრატეგიული გეგმის შემუშავება, გადახდების ახალი სისტემა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სოციალური აუდიტი და სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა. უდიდესი მიღწევაა გაფართოვება ახალი ოფისის გახსნით კახეთის რეგიონში. მიუხედავად ეკონომიკური რეცესიის გაუარესებისა, კრედომ მოახერხა 2009 წლის 31 დეკემბრისთვის 19 990 519 ა.შ.შ. დოლარი პორთფელის რისკის 0,92%-ზე შენარჩუნება და მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი ზრდა, რომელთა რიცხმაც 22 892 ადამიანს მიაღწია. სოციალური მიზნების შესრულებისთვის კრედომ ვერცხლის კატეგორიის ჯილდო მიქს მარკეტისგან მიიღო.

2010 წელს კრედომ საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის ლიდერის პოზიცია მოიპოვა 43 172 მსესხებლის მომსახურებით და 0.02% რისკით 33 960 677 ა.შ.შ. დოლარის პორთფელზე. კრედო გაფართოვდა გეოგრაფიულად და გახსნა ორი ახალი ფილიალი აგრარული პოზიციონირებით. სოციალური მისიის შესრულებაში მნიშვნელოვან მიღწევას კვლევის საფუძველზე სიღარიბის შეფასების ინსტრუმენტის-სიღარიბის ბარათების შექმნა წარმოადგენს. სიღარიბის ბარათები დაგვეხმარება უკეთ მოვახდინოთ ფოკუსირება სამიზნე სეგმენტზე, შევაფასოთ ჩვენი გავლენა მსესხებლებზე და შევთავაზოთ მოქნილი, მოხერხებული და გონივრული პროდუქტები.

2011 -  კრედომ შეინარჩუნა ლიდერი და ინოვატორი ორგანიზაციის სტატუსი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე. წლის ბოლოს აქტიურ მსესხებელთა რაოდენობა 64 526 ადამიანს შეადგენდა, საკრედიტო პორთფელი 54 666 463 ა.შ.შ. დოლარს, ხოლო რისკი 0.01 პროცენტს. ორგანიზაციის აგრარული პოზიციონირება ექვსი ახალი და ორი არსებული ფილიალის გახსნა-გაფართოებით გამყარდა. კრედომ მსესხებლებს შესთავაზა განვადება პლასტიკური ბარათით, დაამონტაჟა გადახდის აპარატები ყველა ფილიალში და საკუთარი ტერმინალები საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში. ორგანიზაციის სოციალური მისიის განხორციელებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს წარმოადგენს რიგი სოციალური ღონისძიებების დაფინანსება და გონივრული ფინანსირების საგანმანათლებლო კამპანია.






Copyright © 2008 Credo.ge All Rights Reserved. Created By Neomedia