Eng | Geo
 

სამსახურში აყვანის პროცესი

ჩვენ ვეძებთ ნიჭიერ, სწრაფად განვითარებად და მოტივირებულ პიროვნებებს, რომელთაც გააჩნიათ სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაში. კრედო ესწრაფვის კვალიფიციური პერსონალის სამუშაოზე მიღებას და შენარჩუნებას, რომელიც ეფექტურად განახორციელებს მის თანამდებობრივ მოვალეობებს და მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის მისიის შესრულებაში.

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ ჩვენ გუნდს, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ პროცედურას:

განაცხადის ფორმა
კომპანიაში არსებული ვაკანტური პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გადადით ვაკანსიების ჩამონათვალში და შეავსეთ განაცხადის ფორმა, ან შევსებული ფორმა მოიტანეთ კრედოს ოფისში.
 

ტესტირება
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ კონკრეტულ ვაკანსიაზე არსებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, თქვენ მიიღებთ sms შეტყობინებას ტესტირების თარიღისა და დროის შესახებ. ყველა აპლიკანტი წერს 60 წუთიან ტესტს ზოგად უნარებში.

გასაუბრება
ტესტირებაში დამაკმაყოფილებელი ქულის მიღების შემთხვევაში, თქვენ გაივლით გასაუბრებას.

შედეგები
წარმატებულ კანდიდატებს ვუკავშირდებით გასაუბრებიდან ერთი კვირის განმავლობაში. შერჩევის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამუშაო პირობებზე მოლაპარაკება მოხდება კომპანიის მენეჯმენტთან. სამსახურში აყვანის შემთხვევაში ყველა თანამშრომელი გაივლის გამოსაცდელ პერიოდს 3 თვემდე.

საკადრო რეზერვი
თუ თქვენ წარმატებით გაიარეთ ტესტირება და მოხვდით გასაუბრებაზე, თქვენი კვალიფიკაცია და უნარები შეესაბამება კრედოს მოთხოვნებს, თუმცა იმ ეტაპისთვის საჭირო არ არის კიდევ დამატებითი კადრები, თქვენ  ავტომატურად ხვდებით საკადრო რეზერვში. ყველა დარეზერვებული აპლიკანტი მიიღებს sms შეტყობინებას რეზერვში მოხვედრის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში ხდება რეზერვის დასაქმება.

გთხოვთ ჩამოთვლილი პოზიციებიდან ამოარჩიოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით სააპლიკაციო ფორმას.

გისურვებთ წარმატებებს!





Copyright © 2008 Credo.ge All Rights Reserved. Created By Neomedia