|
ჯანმრთელობის დაზღვევა
კრედო თავის თანამშრომლებს სთავაზობს საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს, რომლის მთლიან ღირებულებას ფარავს ორგანიზაცია. ჯანმრთელობის დაზღვევის სქემა აქტიურდება გამოსაცდელი ვადის დაწყებისთანავე. კორპორატიული დაზღვევის ფარგლებში შესაძლებელია ოჯახის წევრების, დედმამიშვილების და მშობლების დაზღვევაც.
საპენსიო დაზღვევა
კრედოში 1 წლის სამუშაო სტაჟის დაგროვების შემდეგ თანამშრომლები ავტომატურად ერთვებიან საპენსიო დაზღვევის სქემაში. კრედო ყოველთვიურად კერძო საპენიო ფონდში ურიცხავს თანამშრომლებს ხელფასის 2%-ს. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი საპენსიო დაზღვევის დანაზოგს თავად დაამატებს ხელფასის 2%-ს, კრედო ავტომატურად ჩუქნის კიდევ 1%-ს. შესაბამისად, ჯამში საპენსიო ფონდში ირიცხება თანამშრომლის ხელფასის 5%.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესი პოზიტიურად აისახება თანამშრომლის პროდუქტიულობაზე და მუშაობის ხალისზე. სრულ შტატზე მომუშავე თანამშრომლებს კრედო სთავაზობს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის წევრობას. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში წამყვან ფიტნეს და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებთან თბილისში ისევე როგორც ქვეყნის ყველა იმ ქალაქში, სადაც ჩვენი ფილიალია.
|