Eng | Geo
  ფონდი კრედო დაარსდა 2005 წლის იანვარში, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision International ის მიკრო საფინანსო პროგრამის სამართლებრივი გაგრძელება. აღნიშნული პროგრამამ ფუნქციონირება 1997 წლიდან დაიწყო, მას შემდე რაც მცირე მეწარმეთა განვითარებისა და განათლების პროექტის ვადები ამოიწურა. კრედომ როგორც დამოუკიდებელმა იურიდიულმა ერთეულმა საქმიანობა დაიწყო 2005 წლის 1აპრილიდან მას შემდეგ რაც კანონში ცვლილეამ შესაძლებელი გახადა ორგანიზაციის მიკრო საფინანსო ორგანიზაციის სახით დარეგისტრირება.
კრედოს მთავარი მიზანია ფინანსურად თვითშენახვადი ინსტიტუტის შექმნა, რომელიც საკუთარი მოგების რეინვესტიციის ხარჯზე გაზრდის სასესხო კაპიტალს, საიმისოდ რომ უკეთ მოხდეს ორგანიზაციის მისიის შესრულება.




Copyright © 2008 Credo.ge All Rights Reserved. Created By Neomedia