განვადების ბარათი

კრედო ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს განვადების ბარათს.

განვადების ბარათით შესაძლებელია როგორც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობსთვის საჭირო ნივთების, ისე საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენა. ასევე შესაძლებელია მცირე თანხების განაღდება კრედო ბანკის პარტნიორი ბანკების ბანკომატებსა და კრედო ბანკის სერვისცენტრებში.

  • განვადების ბარათის გამოყენება დასაშვებია მაღაზიებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარისა და ნივთების ეტაპობრივად შესაძენად ლიმიტის დაშვებიდან 14 თვის განმავლობაში.
  • ლიმიტის განახლება შესაძლებელია ნებისმიერ დროს
  • გამოყენებული ლიმიტის დაფარვა ხდება კრედო ბანკის სერვისცენტრებში სესხის ოფიერთან შეთანხმებულ ვადასა და თარიღებში
  • ბარათით გადასდისას SMS-ით მიიღებთ ინფორმაციას ჩამოჭრილი თანხის ოდენობის შესახებ
  • გადახდის თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მომხმარებელი მიიღებს ინფორმაცია გადასახდელი თანხის ოდენობის შესახებ.

განვადების ბარათით შეგიძლიათ შეიძიოთ:

  • სათესლე მასალები
  • სასუქები
  • შხამ-ქიმიკატები
  • ვეტერინარული ვაქცინები და მედიკამენტები
  • სასათბურე პოლიეთილენი
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ხელსაწყოები და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო სხვა საშუალებები
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა და აუდიო-ვიდეო აპარატურა
  • კომპიუტერული ტექნიკა
  • ავეჯი
  • ავტომობილისა და მექანიზირებული ტექნიკის ნაწილები
  • მიიღოთ ოფთალმოლოგის კონსულტაცია, ან შეიძინოთ სასურველი მზის ან მხედველობის სათვალე რონიკოსა და კენარის მაღაზიათა ქსელში
  • მიიღოთ სწრაფი კონსულტაცია და შეიძინოთ სასურველი მედიკამენტები პარტნიორ სააფთიაქო ქსელში
  • შეიძინოთ სასურველი ტიპის საწვავი კრედოს ბარტნიორ ბენზინგაზგასამართ სადგურში
  • დაისვენოთ საქართველოს კურორტებზე კრედოს პარტნიორ სასტუმროებში

განვადების ბარათის დაკარგვის შემთხვევაში:

- რეკომენდირებულია, მოხდეს ბარათის დაბლოკვა, რათა მპოვნელმა ვერ შეძლოს მასზე არსებული ლიმიტით სარგებლობა.

- ბარათის დასაბლოკად უნდა დაუკავშირდეთ კრედო ბანკის ქოლ-ცენტრს, ან მომსახურე სერვისცენტრს.

- აცნობოთ თქვენს ოფიცერს ბარათის დაკარგვის შესახებ, რომ დაგიმზადოთ ახალი ბარათი

განვადების ბარათზე ბოლოს დამტკიცებული ლიმიტის გასაგებად:

ავტორიზებული მობილური ტელეფონიდან  SMS-ით გააგზავნეთ სიტყვა Lim ნომერზე 91000 და თქვენ დაუყოვნებლივ მიიღებთ SMS-ს, რომელშიც მითითებული იქნება თქვენს განვადების ბარათზე ბოლოს დამკტიცებული ლიმიტის ოდენობა.

განვადების ბარათზე განაცხადის გასაკეთებლად:

  • მიმართეთ კრედო ბანკის თქვენთვის სასურველ სერვისცენტრს
  • SMS-ით გამოგზავნეთ ტექსტი Cr ნომერზე 91000
  • კრედო ბანკის ვებ-გვერდზე აირჩიეთ ღილაკი „სესხის განაცხადი“ და მიჰყევით ინსტრუქციას
  • გადახდის აპარატის (PayBox) მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს და მიჰყევით ინსტრუქციას

განაცხადის გამოგზავნის შემდეგ დაელოდეთ ზარს, ჩვენი ოეპრატორი დაგიკავშრდებათ და გაგიწევთ სათანადო კონსულტაციას.