ნატვრის ბარათი

კრედო ბანკი ინოვატორი სიახლეებზე ორიენტირებული კომპანიაა. კომპანიის მიზანიაა მომხმარებლებს ხარისხიანი ფინანსური მომსახურება შესთავზოს.

კრედო ბანკი გთავაზობთ ნატვრის ბარათს, რომლის საშუალებით წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში შეგიძლიათ, განვადებით შეიძინოთ სასურველი ნივთები რაოდენობის შეუზღუდავად 4 წლის განმავლობაში.

 ნატვრის ბარათით სარგებლობის წესები:

  • ბარათის გამოყენება დასაშვებია სხვადასხვა მაღაზიაში, სხვადასხვა ნივთის ეტაპობრივად შესაძენად ლიმიტის დაშვებიდან 14 თვის განმავლობაში
  • ბარათით გადახდისას SMS-ით მიიღებთ ინფორმაციას ჩამოჭრილი თანხის ოდენობის შესახებ
  • გამოყენებული ლიმიტის დაფარვა ხდება ბარათის აღებისას, სესხის ოფიცერთან შეთანხმებულ თარიღსა და ვადაში
  • გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობა გეცნობებათ გადახდის თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე
  • ლიმიტის განახლება შესაძლებელია ნებისმიერ დროს

ნატვრის ბარათით შეგიძლიათ, შეიძინოთ:

  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა და აუდიო-ვიდეო აპარატურა
  • კომპიუტერული ტექნიკა
  • ავეჯი
  • ავტომობილისა და მექანიზირებული ტექნიკის ნაწილები
  • მიიღოთ ოფთალმოლოგის კონსულტაცია, ან შეიძინოთ სასურველი მზის ან მხედველობის სათვალე რონიკოსა და კენარის მაღაზიათა ქსელში
  • მიიღოთ სწრაფი კონსულტაცია და შეიძინოთ სასურველი მედიკამენტები პარტნიორ სააფთიაქო ქსელში
  • შეძინოთ სასურველი ტიპის საწვავი კრედოს პარტნიორ ბენზინ და გაზგასამართ სადგურებში
  • დაისვენოთ საქართველოს კურორტებზე კრედოს პარტნიორ სასტუმროებში

ნატვრის  ბარათზე განაცხადის გასაკეთებლად:

  • SMS-ით გამოგზავნეთ ტექსტი Cr ნომერზე 91000.
  •  მთავარ გვერდზე აირჩიეთ ღილაკი  და მიყევით ინსტრუქციას
  • გადახდის აპარატის (Pay Box) მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს  და მიყევით ინსტრუქციას

განაცხადის გამოგზავნის შემდეგ დაელოდეთ ზარს, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და გაგიწევთ სათანადო კონსულტაციას.

 

 

ონლაინ დახმარება